Intel კვანტური პროცესორების გაყიდვას იწყებს
ჩიპების მწარმოებელ კომპანია Intel-ს მნიშვნელოვანი სიახლე აქვს. მისი 12-ქუბიტიანი კვანტური პროცესორი ახლა უკვე მზადაა და მას მალე გაყიდვაში ვიხილავთ.
როგორც Ars Technica იტყობინება, კვანტური პროცესორები აშშ-ს რამდენიმე კვლევით ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.
ეს განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ კვანტურმა კომპიუტერმა სუპერკომპიუტერი დაჯაბნა — ეს რთული მათემატიკური დავალების შესრულებისას მოხდა. კვანტური კომპიუტერი, რომელიც პროცესირებისთვის 100-ზე მეტ ქუბიტს იყენებდა IBM-ს ეკუთვნის.
IBM, როგორც ვიცით, Intel-ის კონკურენტია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Intel ცდილობს კონკურენტებს არ ჩამორჩეს.
Intel-ის კვანტური პროცესორი
კონკურენტებისგან განსხვავებით, Intel სილიკონზე დაფუძნებული ქუბიტების შექმნაზე მუშაობდა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს სილიკონის ჩიპიდან კვანტურ ჩიპებზე გადასვლას შეუწყბს ხელს.
Intel-ის ქუბიტები, ერთგვარი პატარა კვანტური წერტილებია, რომლებსაც ცალკეული ელექტრონების დაჭერა და ინფორმაციის შენახვა შეუძლიათ.
კვანტური პროცესორების კვლევით ლაბორატორიებისთვის მიწოდებამ წარმოება უნდა გაამარტივოს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი ამით ბევრ რამეს ისწავლიან და პროდუქტსაც განავითარებენ.
კომენტარები