NASA-ს მეცნიერების თქმით, შესაძლოა, მთვარეზე სიცოცხლე იყოს
ჩვენ თითქოს შევეგუეთ იმ აზრს, რომ მთვარეზე სიცოცხლე არ არის.
თუმცა, როგორც Space.com იტყობინება, შესაძლოა, დედამიწის თანამგზავრზე სიცოცხლე იყოს.
"ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი რამ, რაც ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა, არის ის, რომ ბოლო კვლევების გათვალისწინებით, მთვარეზე შეიძლება იყოს ადგილები, სადაც მიკრობული სიცოცხლე არსებობს", — განაცხადა პრაბალ საქსენმა, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის პლანეტარულმა მკვლევარმა.
აღნიშნული მიკრობული სიცოცხლე შეიძლება იყოს მთვარის სამხრეთ პოლუსის მუდმივად დაჩრდილულ კრატერებში. კერძოდ, საქსენას აინტერესებს, გადარჩებიან თუ არა კონკრეტულ ადგილზე დედამიწაზე გაჩენილი სიცოცხლის ფორმები.
და ეს ახლა აქტუალურია, რადგან სამხრეთ პოლუსთან ახლოს NASA-ს 13 ლოკაცია აქვს ასარჩევი — Artemis 3-ის მისიის ფარგლებში.
საქსენამ და მისმა გუნდმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს კვლევა, სადაც ასეთ ლოკაციებზე იყო საუბარი. კვლევის თანახმად, NASA-მ უნდა გაითვალისწინოს ისეთი ადგილების არსებობა, რომელშიც მიკრობული სიცოცხლე დასაშვებია.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ორგანულ მოლეკულებს შეეძლოთ კოსმოსში მეტეორების მეშვეობით მოგზაურობა. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ ეს მიკრობებსაც შეუძლიათ.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა: მიკრობები მთვარეზე ადამიანებისგან მოხვდნენ.
"თავისუფლად შეიძლება, რომ მიკრობები მთვარეზე სწორედ ადამიანებისგან მოხვდნენ და ისინი იქ ახლაც არიან", — განუცხადა NASA-ს გოდარდის ორგანულმა გეოქიმიკოსმა ჰეზერ გრეჰემმა Space.com-ს.
შესაბამისად, თუ ჩვენ მთვარეზე სიცოცხლეს მივაგნებთ, შესაძლებელია ის დედამიწიდან იყოს. თავის მხრივ, აღმოჩენა, რომ მიკრობებს მთვარეზე გადარჩენა შეუძლიათ, ბევრის მომცემი იქნება.
კომენტარები