"არაფერი განსაკუთრებული" — ცუკერბერგი Apple-ის Vision Pro-ზე
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, შერეული რეალობის სათვალე "შვიდჯერ მეტი ღირს" და "დიდ ენერგიას მოიხმარს".
Apple-ის AR/VR სათვალის გამოშვებიდან ორი დღის შემდეგ, კონკურენტმა და Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ ახალი მოწყობილობა "შვიდჯერ მეტი ღირს" და "ზედმეტად ბევრ ენერგიას მოიხმარს".
რა თქმა უნდა, ცუკერბერგმა Apple-ის ახალი პროდუქტი Quest 3-ს შეადარა, რომელიც Meta-მ 2 ივნისს გამოუშვა.
ცუკერბერგმა 8 ივნისს თავის თანამშრომლებთან საუბრისას თქვა, რომ აინტერესებდა, რა მოიფიქრა ტიმ კუკის ხელმძღვანელობით Apple-მა. თუმცა, ახალი პროდუქტით დიდად შთაბეჭდილების ქვეშ არ დარჩა.
ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ Apple-ის ახალი პროდუქტი განსაკუთრებული არ არის და მას არაფერი აქვს ისეთი რასაც მისი კომპანია არ გვთავაზობს.
ბევრი მიიჩნევს, რომ Apple-ის Vision Pro და Meta-ს Quest 3 კონკურენტები არიან. ორივე შერეული რეალობის სათვალეა და როგორც ადრეული მიმოხილვებისგან ვიგებთ, 30 წუთის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს.
თუმცა, არის ერთი მკვეთრი განსხვავება:
Vision Pro-ს ფასი 3 499 დოლარია, ხოლო Quest 3 სულ რაღაც 499 დოლარი ღირს.
ფასში სხვაობის გარდა, ცუკერბერგი ფიქრობს, რომ არსებობს განსხვავება Meta-სა და Apple-ის მიერ გაზიარებულ ღირებულებებში. ცუკერბერგმა თქვა, რომ სურს ტექნოლოგია იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომპანიამ უკვე გაყიდა მილიონობით Quests-ი.
კომენტარები