თბილისში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point ხვალ გაიმართება — რას ველოდებით
Touch.Point-მდე 1 დღე რჩება. თვალი გადავავლოთ რა გველოდება ხვალინდელ ღონისძიებაზე.
საქართველოში პირველი მარტექ ფესტივალი ჯამში 22 საერთაშორისო და ქართველ სპიკერს დაუთმობს სცენას. სპიკერებს შორის იქნებიან TikTok-ის, Google-ის, Nike-ისა თუ Meta-ს წარმომადგენლები. სრულ პროგრამას გაეცანით ივენთის ვებგვერდზე.
ქინოუეთების და პანელური დისკუსიების პარალელურად გელოდება ორი ძალიან საინტერესო ვორქშოფი Google-ის რეკლამის არქიტეტორისგან.
ვორქშოფებზე აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. სრული ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიე ივენთის ვებგვერდს.
Touch.Point-მა უკვე გააზიარე ღონისძიების რუკა. მთავარი სცენა, ნეთვორქინგის ზონა, პარტნიორების ზონები, ქო-ვორქინგის ზონა, ვორქშოფების ზონა — ეს არის ფესტივალის მთავარი სივრცეები.
საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, ორგანიზატორები მარკეტერებს საინტერესო კონსურსსაც სთავაზობენ — AI Creathon, ყველაზე ცნობისმოყვარე მარკტერებს საშუალებას მისცემს ადგილზე, მარტივი ბრიფების დამუშავებით, თავად გამოსცადონ AI-ის შესაძლებლობები.
საუკეთესო ნამუშევრის ავტორი Alta-სგან საჩუქრად Lenovo Tab P11-ს მიიღებს.
უკვე ცნობილია საღამოს პროგრამაც. დატვირთული დღის შემდეგ, ყველა დელეგატისთვის ღიაა TES-ის კარი.
თუ ბოლო მომენტში გადაწყვეტ ბილეთების შეძენას, ისევ შეძლებ ონლაინ https://tkt.ge/touchpoint-ზე ამ სურვილის ასრულებას.
კომენტარები