ვოლვოს ყველაზე ნაკლები გამონაბოლქვის მქონე Volvo EX30 SUV-ის წარდგენამდე რამდენიმე საათი რჩება
ფოტო: ვოლვო
ახალი Volvo EX30-ის პრეზენტაციამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება. შვედური ბრენდის მოდელებს შორის ეს იქნება ყველაზე ეკომეგობრული ავტომობილი, რომლის გამონაბოლქვიც მინიმუმამდეა შემცირებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პატარა, სრულიად ელექტრო SUV-ის შემთხვევაში ნახშირბადის გამოყოფა 25%-ით არის შემცირებული ვოლვოს სრულად ელექტრიფიცირებულ C40 და XC40 მოდელებთან შედარებით.
როგორც ელექტრომობილს, Volvo EX30-ს აქვს ნულოვანი გამონაბოლქვი, რაც, ცხადია, CO2-ის დაბალ ნაკვალევს ნიშნავს. ამასთანავე, ავტომობილის მიერ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად ელექტრიფიკაცია საკმარისი არ არის. ავტომობილი არა მხოლოდ იმართება, ის ასევე შექმნილია, განვითარებულია, შემუშავებულია და ტრანსპორტირდება — ვოლვომ თითოეულ ეტაპზე გაითვალისწინა სათბური გაზების ემისიების შემდგომი შემცირების საკითხი.
"ჩვენ მიზნად ვისახავთ, 2025 წლისთვის ჯერ 40 პროცენტით შევამციროთ CO2-ის გამონაბოლქვი, ხოლო 2040 წლისათვის კლიმატის თვალსაზრისით ნეიტრალურ კომპანიად ვიქცეთ. ამის მიღწევა მხოლოდ კომპლექსური მიდგომით არის შესაძლებელი, რაშიც წარმოების ჯაჭვს დიდი ადგილი უჭირავს, უფრო მეტიც, ფაქტობრივად, მასზეა დამოკიდებული", — ამბობს ანდერს კერბერგი, ვოლვოს მდგრადობის გლობალური ხელმძღვანელი.
შვედური ავტოგიგანტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი Volvo EX30-ის გამოშვება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია: უპირველეს ყოვლისა, პატარა ავტომობილის დაპროექტება ნიშნავს იმას, რომ მის დასამზადებლად ნაკლები მასალაა საჭირო. ალუმინი და ფოლადი კი ის ორი ყველაზე დიდი მიზეზია წარმოებაში, რომლებსაც CO2-ის გამოყოფა უკავშირდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც, მომხმარებელთან ერთად, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მსოფლიო არსებითად შეიცვალოს.
ვოლვოს ახალი პატარა SUV-ის კონსტრუირებისას, სხვა მოდელებთან შედარებით, ნაკლები ფოლადი და ალუმინი გამოიყენება, ავტომობილი უმეტესწილად გადამუშავებული მასალისაგან მზადდება. იგივეა მიდგომა სალონისა და ფუნქციონალის შემთხვევაშიც. ვოლვოს დიზაინერებმა Volvo EX30-ის რამდენიმე ფუნქცია გააერთიანეს ერთ კომპონენტში. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილში საჭირო ნაწილების რაოდენობას ამცირებს.
ემისიების შემცირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი, მაგალითად, სუფთა ენერგიის მიწოდების გზით. Volvo EX30-ს კონსტრუირება ხდება ქარხანაში, რომელიც მაღალი დონის კლიმატნეიტრალური ენერგიით, მათ შორის 100 პროცენტით კლიმატნეიტრალური ელექტროენერგიით მუშაობს.
რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვს, ვოლვო ისეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რომელთა დიდი უმრავლესობა ვალდებულია, 2025 წლისთვის წარმოებაში 100%-ით კლიმატნეიტრალური ენერგია გამოიყენოს.
რაც შეეხება ახალი მოდელის ინტერიერსა და სავარძლებს, კარს ან თუნდაც პანელებს, ვოლვო ამ შემთხვევაშიც გადამუშავებული და განახლებადი მასალების ფართო სპექტრს იყენებს, მათ შორის ისეთი მასალების ჩათვლით, როგორებიცაა ჯინსი, სელისა და მატყლის ნაზავი, რომელთა დაახლოებით 70% რეციკლირებული პოლიესტერია.
ვოლვოში მიაჩნიათ, რომ კლიმატნეიტრალურ კომპანიად გარდასახვის გზაზე მთავარი ამოცანის შესრულებას ბრენდი მხოლოდ მომხმარებელთან ერთად შეძლებს. მაგალითისათვის, ახალი ეკომეგობრული Volvo EX30-ით გადაადგილებისას თითოეულ მომხმარებელს საკუთარი როლი აქვს CO2-ს ზემოქმედების შესამცირებლად. ეს კი, საბოლოოდ, დადებითად აისახება არა მხოლოდ მძღოლზე, არამედ გარშემომყოფებსა და ეკოლოგიაზე.
ახალ Volvo EX30-ს ვოლვოს თაყვანისმცემლები და ფართო აუდიტორია სულ რამდენიმე საათში, 7 ივნისს იხილავს.
გასულ წელს Volvo Car Group-ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა. გლობალური მასშტაბით ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა 330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.
სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას ვოლვო ქარ კავკასია წარმოადგენს. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
კომენტარები