ხედავენ თუ არა სიზმრებს ცხოველები?
დიდი ხანი მიიჩნეოდა, რომ სიზმრებს მხოლოდ ადამიანები ხედავენ. მიუხედავად ამისა, 1950-იანი წლებიდან მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკმაოდ დამაჯერებელი, თუმცა არაპირდაპირი, მტკიცებულება იმისა, რომ ბევრი სხვა ძუძუმწოვარი და ფრინველი ნამდვილად ხედავს სიზმარს.
ადამიანებში REM ძილის იდენტიფიცირების შემდეგ მეცნიერებმა მალევე დაიწყეს მისი შესწავლა ცხოველებში. თითქმის ყველა ძუძუმწოვარი და ფრინველი, რომლებიც შესწავლილია — ძაღლებიდან და კატებიდან დაწყებული, ქვეწარმავლებით დამთავრებული — როგორც ჩანს, თვალის სწრაფი მოძრაობის ამ ეტაპზე გადადის.
მთავარი რამ, რაც ცხოველების სიზმრებზე მიუთითებს შემდეგია: ძილის ამ ეტაპზე ცხოველების ტვინში ელექტრული აქტივობის ნიმუშები ადამიანების ნიმუშების მსგავსია. ასე რომ, თუ ეს ნიმუშები ადამიანების სიზმრებს აღნიშნავს, მაშინ სიზმარს ცხოველებიც ხედავენ.
მეტი კონკრეტულობისთვის, 2015 წელს ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ცხოველები ნამდვილად ხედავენ სიზმრებს. კვლევამ აჩვენა, რომ, როდესაც ლაბორატორიულ ვირთხებს ძილის წინ საკვებს უჩვენებენ, უკვე ძილის პროცესში მათ ტვინში გარკვეული ნეირონები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიპოვონ საკვები.
ასე რომ, როგორც ჩანს, ადამიანი არ არის ერთადერთი არსება, რომელიც სიზმრითაა პრივილეგირებული.
თუ სიზმრებზე მეტის გაგება გსურს, შეგიძლია ამ სტატიას გაეცნო:
რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე
კომენტარები