დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 17 ადამიანი იმყოფებოდა — ახალი მსოფლიო რეკორდი
ახალი მსოფლიო რეკორდი გვაქვს. ეს პლანეტის ორბიტაზე ერთდროულად 17 ადამიანის ყოფნაა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასტრონავტები ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ.
ახალი რეკორდი დამყარდა ჩინეთის სამკაციანი მისიის Shenzhou 16-ის გაშვების შემდეგ. ეს 29 მაისს მოხდა. წინა რეკორდი 14 ადამიანს მოიცავდა, რომელიც 2021 წელს დაფიქსირდა. ამჯერად, ეს რაოდენობა 3-ით გაიზარდა.
მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) პირველი ეკიპაჟი ავიდა (2000 წელს), იქ ადამიანი მუდმივად იმყოფება. შესაბამისად, ასტრონავტები პერიოდულად ერთმანეთს ანაცვლებენ.
ახლა კი, კერძო კოსმოსური მისიების გაზრდით და ჩინეთის Tiangong-ის კოსმოსური სადგურის გაშვებით, კოსმოსში ადამიანების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება.
ცნობისთვის, ამჟამინდელი რეკორდი ოთხ განსხვავებულ ეკიპაჟის მოიცავს.
კომენტარები