ნახეთ: მყვინთავმა მედუზას უიშვიათესი სახეობა გადაიღო
Chirodectes macalatus-ი წარმოადგენს მედუზას უიშვიათეს სახეობას, რომელიც აქამდე ფირზე მხოლოდ ერთადერთხელ იყო აღბეჭდილი. სულ ცოტა ხნის წინ კი, ამ უნიკალური ქმნილებისთვის ვიდეოს გადაღება მყვინთავმა, დორიან ბორჩერდსმა, შეძლო.
ბორჩერდსმა იცოდა, რომ ყვინთვისას რაღაც გამორჩეული შენიშნა, თუმცა არც კი წარმოედგინა, თუკი საქმე უიშვიათეს სახეობასთან ექნებოდა. მან თავიდან აპლიკაცია "მედუზა" გამოიყენა, რათა შემჩნეული ზღვის ცხოველის სახეობა გაერკვია, მაგრამ აპლიკაციაში, რა თქმა უნდა, მასზე ინფორმაცია არ იყო.
ამიტომ ბორჩერსმა გადაიღო ვიდეო, რომელმაც მყვინთავებისა და ზღვის ბიოლოგების საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ზოგიერთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ვიდეოზე, შესაძლოა, ასახული ყოფილიყო Chirodectes macalatus-ი, რომელიც პირველად 1997 წელს დიდ ბარიერულ რიფში შენიშნა და აღწერა ავსტრალიელმა მეცნიერმა. თუმცა ზოგი, აპლიკაცია "მედუზას" თანადამფუძნებელი და მედუზების ექსპერტი დოქტორი ლიზა-ენ გერშვინის ჩათვლით, ფიქრობენ, რომ შეიძლება საქმე სრულიად ახალ სახეობასთან გვქონდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდეოზე ასახული მედუზა, უდავოდ, ბუნების მშვენიერ ქმნილებას წარმოადგენს!
კომენტარები