ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორიც ითხოვს
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას ითხოვს. მისი თქმით, ეს პროცესი მალე უნდა დაიძრას — სანამ გვიანი არ არის.
როგორც Financial Times იუწყება, ალტმანმა სენატის ქვეკომიტეტს მიმართა, რომ მარეგულირებლებმა უნდა შექმნან "სახელმძღვანელოები იმის შესახებ, თუ რა არის მოსალოდნელი" — ეს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა OpenAI.
ალტმანი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საფრთხეები ამ მხრივაც არსებობს. მისი თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები წინასწარ განსაზღროს.
"ხელოვნურ ინტელექტს მანიპულირების, დარწმუნებისა, ერთგვარი ინტერაქტიული დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება აქვს. ამის ფონზე გასათვალისწინებელია, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს. ვფიქრობ, ზომების მიღება აუცილებელია. თუ ეს ტექნოლოგია არასწორად განვითარდა, ის შეიძლება ძალიან საშიში იყოს. ამიტომ, ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ მთავრობასთან ერთად, რადგან ეს ასე არ მოხდეს“, — დასძინა ალტმანმა.
ალტმანი მარტო არ არის. ბოლო დროს უკვე ბევრი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება საჭიროა. ამ წლის დასაწყისში, იგივე თქვა ილონ მასკმაც. ხელოვური ინტელექტის საფრთხზე თავად "ხელოვნური ინტელექტის ნათლიად" წოდებულმა ჯოფრი ჰინტონმაც ისაუბრა.
ასევე: საფრთხე კაცობრიობისთვის — რას ამბობს "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
ვნახოთ რა პასუხი იქნება რეგულატორებისგან.
კომენტარები