დედოფალმა ელიზაბეტ II-მ დატოვა საიდუმლო კონვერტი, რომელიც 2085 წელს გაიხსნება
თქვენი აზრით, რას შეიძლება ეხებოდეს წერილი?
ავსტრალიის უსაფრთხო სარდაფში დამალულია დედოფალ ელიზაბეტ II-ს მიერ დატოვებული წერილი, რომლის გახსნა შესაძლებელი იქნება 62 წლის შემდეგ. წერილი მიემართება კონკრეტულად სიდნეის მერს და მითითებულია, რომ მისი გახსნა შესაძლებელია მხოლოდ 2085 წელს და არც ერთი წუთით ადრე. და მაინც, რა შინაარსს ატარებს ეს იდუმალი წერილი? საკითხავი, აი, ეს არის!
მედიის ცნობით, დედოფალი ელიზაბეტის ოჯახსაც კი არ აქვს უფლება, წერილი გახსნას და, ამდენად, მისი შინაარსი უცნობია.
წერილის ინსტრუქციაში ვკითხულობთ: "თქვენ მიერ შერჩეულ შესაფერის დღეს, ჩვენი წელთაღრიცხვით 2085 წელს, გთხოვთ, გახსნათ ეს კონვერტი და სიდნეის მოქალაქეებს ჩემი გზავნილი გადასცეთ."
წერილს ხელი მოაწერა დედოფალმა 1986 წლის ნოემბერში და იგი ახლა რჩება დალუქულ კაფსულში სიდნეის ისტორიულ დედოფალ ვიქტორიას შენობაში. მის შინაარსთან დაკავშირებით ერთადერთი მინიშნება ისაა, რომ იმავე წელს მოეწერა ხელი, როდესაც შენობის რესტავრაცია დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი 1950-იან წლებში მის დანგრევას აპირებდნენ.
მაშ, რა შეიძლება იმალებოდეს ამ წერილში? ჯერჯერობით, მხოლოდ გამოცნობა შეგვიძლია.
კომენტარები