წლებია ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Google კეცვად Pixel მოდელზე მუშაობს.

ახლახან კომპანიამ მოულოდნელად გვაჩვენა კეცვადი მოდელი, რომელსაც რამდენიმე დღეში დიდ I/O 2023 კონფერენციაზე ოფიციალურად წარადგენს.

Pixel Fold-ის არსებობა Google-მა ხუთშაბათს დაადასტურა ტვიტით:

გავრცელებული სარეკლამო ვიდეო მხოლოდ 8-წამიანია. ვხედავთ მობილურს, რომელიც ორ ერთმანეთზე მიწყობილ Pixel 7-ს წააგავს, უკანა მხარეს კი მეტალის თითქმის იდენტური ზოლი აქვს კამერისთვის. Samsung Galaxy Z Fold 4-ის მსგავსად, Pixel Fold-ს ტელეფონის ფორმის გარე დისპლეი აქვს, ხოლო გახსნის შემდეგ ტაბლეტის ფორმის შიდა დისპლეის ვხედავთ.

მართალია, Google-მა ღონისძიებამდე მოდელი მოულოდნელად გვაჩვენა, თუმცაღა გავრცელებული ჭორების წყალობით უცნობი ბევრი არაფერი იყო.

Pixel Fold-ის შესახებ დამატებით დეტალებს I/O 2023 კონფერენციიდან შევიტყობთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.