Core77 იუწყება, რომ სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანია Augmental Technologies-მა გამოიგონა Bluetooth-ზე მომუშავე მაუსი, რომელის კონტროლიც ენითაა შესაძლებელი.

Core77-ის მიხედვით, მოწყობილობას MouthPad ჰქვია და შეიქმნა, რათა პარალიზებულ ადამიანებს კომპიუტერების, სმარტფონებისა და ტაბლეტების მართვაში დაეხმაროს. მოწყობილობა ენაზე მაგრდება, ხოლო მარჯვნივ და მარცხნივ დაწკაპუნებები შეწოვის ჟესტით და ენის დაჭერით სრულდება.

ერთი სიტყვით, ეს საკმაოდ კარგად ჟღერს და შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაც აღმოჩნდეს.

"MouthPad ენაზე მორგებული ინტერფეისია, რომელიც აკონტროლებს თქვენს კომპიუტერს, სმარტფონს, ან ტაბლეტს Bluetooth-ის საშუალებით. ის ფაქტობრივად უხილავია, მაგრამ ყოველთვის თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება. მოწყობილობა თავსდება პირის ღრუს გასწვრივ. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ უფრო პრაქტიკული და მოქნილი გზები გამოთვლით სისტემებთან ურთიერთობისთვის", — აღნიშნულია კომპანიის ვებ-გვერდზე.

ამ მომენტისთვის პროდუქტი ბეტა რეჟიმშია.

ექსპერტების აზრით, ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს და მას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ის მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც ტექნოლოგიების მართვა ფიზიკურად არ შეუძლია და მეტიც, ის ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს ყველასთვის — თქვენს რას იტყვით, გამოიყენებდით მაუსს, რომლის მართვაც ენის მარტივი მოძრაობითაც შეგიძლიათ?

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.