გრეის ჰოპერის ჯილდოზე რეგისტრაცია 5 მაისამდე შეგიძლია — ნახე ნომინაციები და წარადგინე კანდიდატი
ფოტო: თიბისი
ამერიკელი პროგრამისტი ქალის, კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი პიონერის, ადმირალ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო უკვე მესამე წელია იმართება. USAID-ᲘᲡ დაჯილდოება ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული ქალებისა და ქვიარ ადამიანების შრომის დაფასებას, ისეთი კომპანიებისა და პროგრამების გამორჩევას ისახავს მიზნად, რომლებიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით სამაგალითოები არიან.
თიბისის მხარდაჭერით, გრეის ჰოპერის ჯილდო საზოგადოებას წარმატების მაგალითებს აცნობს და ამ გზით ტექნოლოგიების მიმართულებით თანასწორი ჩართულობის მიღწევას ცდილობს. თიბისისთან ერთად, პროექტის მხარდამჭერები არიან Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე ნომინაციების მიღება 31 მარტს გამოცხადდა და რეგისტრაცია 5 მაისამდე გრძელდება. თუ ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობ და თანასწორი ჩართულობაც გაღელვებს, ან იცნობ ადამიანებს, კომპანიებს თუ პროგრამებს, რომლებიც სხვებისთვის სამაგალითოები არიან, საკუთარი თავის ან სხვების ნომინირებისთვის დრო კიდევ გაქვს.
წლევანდელი დაჯილდოება საუკეთესოებს 6 ნომინაციაში გამოავლენს. სტატიაში გაიგებ, როგორია თითოეული კატეგორიის მოთხოვნა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ნომინანტი.
მომავლის ლიდერი
მომავლის ლიდერის ჯილდო გადაეცემათ 18-დან 35 წლამდე ქალებსა და ქვიარ ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში ცვლილებებისთვის ძალისხმევას არ იშურებენ ან სამაგალითო მიღწევები აქვთ. აღნიშნული კატეგორია გამოარჩევს შესანიშნავი აკადემიური მიღწევების, პროფესიული მიზნების ან / და სოციალური გავლენის მქონე ადამიანებს. ნომინაცია მომავალი თაობისთვის მოტივაციის მიცემას და ტექნოლოგიების სფეროს ინკლუზიურ ზრდას ისახავს მიზნად.
ნომინაციაში წარდგენილი ქალები და ქვიარ ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ცხოვრობდნენ ან / და დაბადებული იყვნენ საქართველოში. ნომინანტი შეიძლება იყოს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეც;
- ტექნოლოგიების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი კარიერული ან საგანმანათლებლო გამოცდილება ჰქონდეთ;
- ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწევებით გამოირჩეოდნენ, იქნება ეს აკადემიური, სოციალური მუშაობის თუ პროფესიული მიმართულებით და საზოგადოებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენდნენ.
აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულს თიბისი მხარს დაუჭერს და მისი საჭიროებების მიხედვით შეეძლება აირჩიოს შესაბამისი პროგრამა ან სერვისი, რომელიც მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
ICT სფეროს ჩემპიონი
აღნიშნული კატეგორია განკუთვნილია ქალებისა და ქვიარ ადამიანებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით ცვლილებების მომტანი ლიდერები და სხვა ქალებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან. ნომინაცია გამოარჩევს პროფესიონალებს, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში, კერძო თუ საჯარო სექტორში, კონსულტირების მიმართულებით ან არასამთავრობო სექტორში ცვლილებებისთვის იბრძვიან.
აღნიშნულ კატეგორიაში წარდგენილი ქალები და ქვიარ ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ცხოვრობდნენ ან / და დაბადებული იყვნენ საქართველოში. ნომინანტი შეიძლება იყოს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეც;
- ICT, კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიის, მათემატიკის ან მათთან დაკავშირებული მიმართულებით საგანმანათლებლო ხარისხი უნდა ჰქონდეთ;
- ICT მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ;
- აკადემიური, ინდუსტრიული, სამთავრობო თუ არასამთავრობო მიმართულებით მაღალ თანამდებობებზე უნდა მუშაობდნენ და ICT სფეროში მიღწევებით გამოირჩეოდნენ;
- ICT მიმართულებით ორგანიზაციულ, ადგილობრივ თუ სახელმწიფოებრივ დონეზე გავლენით გამოირჩეოდნენ.
გამარჯვებულს VISA და UGT დააჯილდოებენ. ჯილდო გამარჯვებულის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.
ტექნოლოგიური სტარტაპი
აღნიშნულ კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა სტარტაპს, რომელიც დააფუძნა ან / და რომლის ხელმძღვანელი ქალი ან ქვიარ ადამიანია და ICT მიმართულებით ღირებულ საქმეს აკეთებს. ნომინაცია იმ ტექნოლოგიურ წამოწყებებს გამოარჩევს, რომლებსაც წარმატებული გამოცდილება აქვთ და საერთაშორისო აღიარების მოპოვება შეუძლიათ.
აღნიშნულ ჯილდოზე ნომინირებული სტარტაპები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- დაფუძნებიდან მინიმუმ 1 წელი უნდა იყოს გასული;
- თანამფლობელი ან თანადირექტორი ქალი ან ქვიარ ადამიანი უნდა იყოს ან თანამშრომელთა უმრავლესობა ქალებისგან შედგებოდეს;
- წარმატება ან ზრდის ტემპი უნდა გამოარჩევს და ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ პროდუქტებს ან სერვისებს ქმნიდეს;
- ანტერპრენერობის, ICT და ინოვაციების მიმართულებით ცვლილებები მოჰქონდეს.
გამარჯვებულს თიბისის პროგრამული ან სერვისული მხარდაჭერა იქნება, სტარტაპის საჭიროებებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, გამარჯვებულს Adjara Group-ის ჯილდოც გადაეცემა.
ქალების გაძლიერების პროგრამა
აღნიშნული კატეგორია გამოარჩევს პროგრამას, პროექტს ან სათემო ინიციატივას, რომელიც გოგოებისა და ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის მხარდაჭერას მათი უნარების გაუმჯობესების, კამპანიების, მენტორული პროგრამების თუ სხვა გზებით ცდილობს. ნომინაცია ისეთი ფორმალური თუ არაფორმალური ინიციატივების გამორჩევას ისახავს მიზნად, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის მასშტაბური და გრძელვადიანი მხარდამჭერი სისტემების დანერგვას ცდილობენ. კატეგორიისთვის შესაბამისი აქტივობები შეიძლება იყოს როგორც მიმდინარე, ისე ახლახან დასრულებული. ჯილდო გადაეცემა როგორც ქალის, ისე კაცის მიერ წამოწყებულ ინიციატივას.
ნომინირებული პროგრამები, პროექტები და აქტივობები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა ჰქონდეთ აქტივობები საქართველოში;
- უნდა ჰქონდეთ გავლენა, რომლის შეფასება შესაძლებელი იქნება;
- უნდა გეგმავდნენ სასწავლო, ცნობიერების ამაღლების, უნარების გაუმჯობესების აქტივობებს ICT მიმართულებით და ორიენტირებულები იყვნენ გოგოებისა და ქალების ჩართულობაზე;
- მხარს უნდა უჭერდნენ და ახალისებდნენ მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობას;
- მხარს უნდა უჭერდნენ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ ქალებსა და გოგოებს ICT მიმართულებით თავის დამკვიდრებაში.
კატეგორიის გამარჯვებულს GIZ, Majorel Georgia ფულად ჯილდოს, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო კი სიმბოლურ პრიზებს გადასცემენ.
მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
აღნიშნული კატეგორია ICT ინდუსტრიაში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ქალების ტექნოლოგიური სფეროს ლიდერობისთვის მებრძოლ ორგანიზაციებს გამოარჩევს, რომლებიც სამაგალითოები არიან. ნომინაცია გამოარჩევს ნებისმიერ ინიციატივას, ლიდერობის მხარდამჭერ წამოწყებასა და ძალისხმევას, რომელიც კომპანიამ ორგანიზაციაში თუ ზოგადად ქვეყანაში თანასწორობის მისაღწევად დანერგა. გამარჯვებულ კომპანიას შეიძლება მართავდეს როგორც ქალი, ისე კაცი.
ნომინირებული კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- კომპანია, არაკომერციული ორგანიზაცია თუ საგანმანათლებლო დაწესებულება რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში;
- ინსტიტუცია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით უნდა მუშაობდეს;
- სულ მცირე 1 წლის წინ დაარსებული უნდა იყოს;
- სულ მცირე 5 სრულ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომელი ჰყავდეს;
- ლიდერობის, დასაქმების, სოციალური ჩართულობის იმგვარი პრაქტიკა ან პროგრამები უნდა ჰქონდეს, რომელიც თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ქალების როლის წარმოჩენას მხარს უჭერს;
- ტექნოლოგიების სფეროში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერის მასშტაბური და გრძელვადიანი გავლენა გამოარჩევდეს.
აღნიშნულ ნომინაციაში კანდიდატის წარდგენა ორგანიზაციის წარმომადგენელს შეუძლია.
გამარჯვებულს მხარდაჭერას გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაუწევს, რომელიც კომპანიის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.
ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი
აღნიშნული კატეგორია გამოარჩევს ქალს, კაცს ან არაბინარულ ადამიანს, რომელიც სფეროს ლიდერია, ქალების მხარდაჭერის მიმართულებით სხვებისთვის მაგალითის მიმცემია და ორგანიზაციაში თუ ზოგადად ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს.
ნომინირებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ცხოვრობდნენ ან / და დაბადებული იყვნენ საქართველოში. ნომინანტი შეიძლება იყოს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეც;
- საქართველოში ტექნოლოგიების, ინოვაციების, არასამთავრობო, საგანმანათლებლო ან დაკავშირებული ინდუსტრიების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს;
- ტექნოლოგიების სფეროში გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას აქტიურად უნდა უჭერდეს მხარს — როგორც ინდივიდუალურად, ისე ინსტიტუციურ ან ადგილობრივ დონეზე;
- ტექნოლოგიებში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერის მასშტაბური გრძელვადიანი გავლენა უნდა გამოარჩევდეს.
გამარჯვებულის მხარდამჭერი Lineate იქნება.
თუ ჩამოთვლილი ნომინაციებიდან რომელიმე მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებ, იცნობ ასეთ ადამიანებს ან გაგახსენდა შესაბამისი პროგრამა, ინიციატივა თუ ორგანიზაცია, ეწვიე მითითებულ ბმულს და წარადგინე კანდიდატურა 5 მაისამდე.
-
შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
გადახედვა
-
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
გადახედვა
-
ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გადახედვა
-
ზღვა, რომელსაც ახსოვს — აფხაზეთი ვენეციის ბიენალეზე ზღვა, რომელსაც ახსოვს — აფხაზეთი ვენეციის ბიენალეზე
გადახედვა
-
საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს — ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან" ირაკლი ზარქუა: "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს — ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს
გადახედვა
-
რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები
გადახედვა
-
სანქცირებულმა "იმედმა" I კვარტალში "მეამას", "ორბის" და "ანაგის" რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო სანქცირებულმა "იმედმა" I კვარტალში "მეამას", "ორბის" და "ანაგის" რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო
გადახედვა
-
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
-
სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით
-
ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს "ციფრული სასიცოცხლო წერტილები" დაუცველია ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს "ციფრული სასიცოცხლო წერტილები" დაუცველია
გადახედვა
-
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
-
მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლიდან დათვის ბელი უსაფრთხოდ გამოიყვანეს მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლიდან დათვის ბელი უსაფრთხოდ გამოიყვანეს
გადახედვა
-
პაპუნა ჯანელიძე: ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს, "ქართული ოცნება" მეთოდურად აგრძელებს შიშის დანერგვას პაპუნა ჯანელიძე: ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს, "ქართული ოცნება" მეთოდურად აგრძელებს შიშის დანერგვას
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტებს საქართველოს 3 ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და დღევანდელი შეხვედრის გაშუქებაზე მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტებს საქართველოს 3 ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და დღევანდელი შეხვედრის გაშუქებაზე
გადახედვა
-
ტიკტოკზე ახალი ტრენდი გამოჩნდა: გემი იძირება — როგორია Gen Z-ის რეაქცია? ტიკტოკზე ახალი ტრენდი გამოჩნდა: გემი იძირება — როგორია Gen Z-ის რეაქცია?
გადახედვა
-
"მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება" — ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე "მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება" — ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე
გადახედვა
-
თავშესაფარი შეიძლება მიიღო სხვადასხვა საფუძვლით, საერთოდ არაა ეს საინტერესო — ირაკლი კობახიძე ირაკლი შაიშმელაშვილზე თავშესაფარი შეიძლება მიიღო სხვადასხვა საფუძვლით, საერთოდ არაა ეს საინტერესო — ირაკლი კობახიძე ირაკლი შაიშმელაშვილზე
გადახედვა
კომენტარები