კელი დეგნანი

21 Apr. 2023, 18:07

გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ. ისინი აირჩიეს არა პარლამენტის გარეთ ყოფნისთვის, არამედ მუშაობისთვის, ხალხის ინტერესების წარმოდგენისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება რთული სამუშაო, არ იქნება უთანხმოებები და კამათი, ეს ყველა პარლამენტში ასეა.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ პარლამენტი და საპარლამენტო ინსტრუმენტები, როგორიცაა საგამოძიებო კომისია, რათა შეასრულონ თავიანთი სამუშაო, ხალხის სახელით პასუხი მოსთხოვონ ჩინოვნიკებს, გამჭვირვალედ აჩვენონ ქართველ ხალხს, რა ხდება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის მართლმსაჯულებაში. ეს არ არის დახურული ინსტიტუტები, ჯანსაღი დემოკრატია გამჭვირვალე და ღიაა. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი

განაცხადა აშშ-ს ელჩმა დღეს, ბათუმელებთან ინტერვიუში. [ბათუმელების თარგმანი] აშშ-მ სანქციები დაუწესა გავლენიან ქართველ მოსამართლეებს, ე.წ. კლანის წევრებს, ქართული ოცნება ამბობს, რომ საელჩომ შეცდომა დაუშვა. ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რაც მოსამართლეების ბრალეულობას გამოიძიებს. მმართველმა ძალა ამ ინიციატივას ბოიკოტს უცხადებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად…