თუ შენთვის ან შენი კომპანიისთვის მეცნიერება და ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია და ფიქრობ, რომ ქართულ ენაზე ამ თემატიკის კონტენტის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს შემოთავაზება შენთვისაა: ჩვენ საქართველოში ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ონლაინ გამოცემა, NEXT.On.ge ვართ და ვეძებთ პარტნიორებს, რათა გავაგრძელოთ ქართულ ენაზე ხარისხიანი Sci-Tech კონტენტის შექმნა.

უკვე 3 წელია, რაც On.ge-ის ეს განყოფილება მკითხველს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ამბებით ამარაგებს.

ამ დროის განმავლობაში ჩვენი სტატიები 11 მილიონზე მეტჯერ წაიკითხეს, ყოველთვიურად კი 200 000-ზე მეტი აქტიური მკითხველი გვყავს. გარდა ამისა, ჩვენს ფეისბუქ ჯგუფებში 23 000-ზე მეტ ერთგულ მკითხველთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვპასუხობთ მათ კითხვებსა და ინფორმაციულ საჭიროებებს.

ფოტო: NEXT.On.ge

NEXT.On.ge-იმ ქართულ ინტერნეტსივრეცში შეცვალა დამოკიდებულება სამეცნიერო სიახლეების მიმართ. ჩვენ ვცდილობთ, მეცნიერების შესახებ ყვითელი და "შოკისმომგვრელი" აღმოჩენების ნაცვლად მკითხველს სანდო, გადამოწმებული სიახლეები მივაწოდოთ იმ მოვლენების შესახებ, რომლებზეც დამოკიდებულია კაცობრიობის მომავალი.

ანალიტიკური სტატიებით, ახალი ამბებით, ინტერვიუებით, პოდკასტებით, ვიდეოებით, ქვიზებითა თუ ინფოგრაფიკებით ვახერხებთ, გავიგოთ და პოპულარულ ენაზე გადმოვცეთ, რა არის შემდეგ. ჩვენი მისია მკითხველთან, მაყურებელთან თუ მსმენელთან დადებული ამ პირობის შესრულებაა. ამას კი ხარისხიანი, კვალიფიციური სამეცნიერო და ტექნოლოგიური ჟურნალისტიკით ვცდილობთ, რომელიც სცდება ხმამაღალ ჰედლაინებს და ამბებს კონტექსტით ამდიდრებს. ჩვენ ვზრდით ახალ თაობას სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ჟურნალისტებად — 2021 წელს ჩვენს საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში ჩართვის სურვილი 16-19 წლის 941-მა ახალგაზრდამ გამოთქვა.

ამ საქმის გასაგრძელებლად — მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თემატიკის ხარისხიანი, სანდო და გადამოწმებული მასალების შესაქმნელად NEXT.On.ge-ის თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. სხვაგვარად საქართველოში ამ მნიშვნელოვანი საქმის კეთება განვითარების პერსპექტივის გარეშე დარჩება.

NEXT.On.ge-ის მხარდაჭერა თანამშრომლობით — სხვადასხვა სასპონსორო პაკეტის შეძენით ან კომერციული მასალის განთავსებით შეგიძლიათ. ჩვენს შესახებ ინფორმაციასა და პაკეტებს ამ ბმულზე გაეცნობით. ამასთან, მზად ვართ, პარტნიორის საჭიროებებს მოვარგოთ თითოეული შეთავაზება.

PDF in HTML

მეცნიერების და ტექნოლოგიების ინდუსტრია, განსაკუთრებით ამ საუკუნეში, ყველას პირადად გვეხება. ჩვენ ვცდილობთ, გავხადოთ ეს სფეროები უფრო ხელმისაწვდომი და შევაფასოთ, როგორია მათი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. გეპატიჟებით, შემოგვიერთდეთ ამ მისიაში.

მეტი დეტალისთვის გადადით ბმულზე ან დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით: [email protected] / [email protected]