იუპიტერის შემსწავლელი კოსმოსური მისია წარმატებით გაეშვა
კარგი ამბავი გვაქვს, იუპიტერისა და მისი მთვარეების შემსწავლელი მისია წარმატებით გაეშვა! გაშვება საფრანგეთის გვიანადან, ჩვენი დროით 16:15-ზე მოხდა. Juice — კოსმოსური ხომალდი კოსმოსში Ariane 5-ის რაკეტამ გაიყვანა.
გაშვების შემდეგ ხომალდი Ariane 5-ის რაკეტას 28 წუთის შემდეგ გამოეყო. მომდევნო 17 დღის განმავლობაში ხომალდი გამართავს თავის მზის მასივებს, ანტენებსა და სხვა ინსტრუმენტებს, რასაც მოჰყვება სამი თვის ტესტირება და ინსტრუმენტების მომზადება.
აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, კოსმოსურ ხომალდს რვა წელი დასჭირდება იუპიტერამდე მისაღწევად. მისი ხანგრძლივი კრუიზის დროს, კოსმოსურ ხომალდს გრავიტაციული ფექტი დასჭირდება, რა დროსაც ის მთვარის, დედამიწისა და ვენერას გრავიტაციას გამოიყენებს.
მას შემდეგ, რაც Juice 2031 წლის ივლისში იუპიტერს მიაღწევს, კოსმოსური ხომალდი სამ წელიწადზე მეტს გაატარებს გაზის გიგანტის ორბიტაზე და განახორციელებს ფრენებს მისი სამი თანამგზავრის: განიმედის, კალისტოსა და ევროპას მიმართულებით. მისიის დასასრულს Juice ყურადღებას გადაიტანს მხოლოდ განიმედის ორბიტაზე.
განიმედი, კალისტო და ევროპა არის ყინულით დაფარული სამყაროები, რომლებშიც შეიძლება იყოს მიწისქვეშა ოკეანეები და იქ სიცოცხლეს არსებობაც დასაშვებია. ამიტომ, მისიამ, შესაძლოა, მზის სისტემაში სიცოცხლეც აღმოაჩინოს.
Juice-ს შეუძლია მთვარეებზე მოიძიოს სიცოცხლის საშენი ელემენტების მტკიცებულება, მათ შორის ისეთი ელემენტების, როგორიცაა ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, რკინა და მაგნიუმი.
კომენტარები