კახა კალაძე

7 Apr. 2023, 14:49

როდესაც უცხო ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოსამართლეებს, რაღაცაზე დაფუძნებული ხომ უნდა იყოს? მე თქვენ რომ გითხრათ რაღაცა, დაგაბრალოთ ქურდობა, ხომ უნდა მქონდეს დოკუმენტი, მტკიცებულება, დოკუმენტი იმისა, რომ რაღაც მოიპარეთ, ძალიან მარტივია. [...]

დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზე იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა იყო ამ ყველაფრის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, ასეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის.

განაცხადა კახა კალაძემ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოში სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს — ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და…