5 წიგნი, რომელიც ინვესტირების ანაბანას გასწავლის
ფოტო: www.freepik.com/fabrikasim
ინვესტირება ყველას აინტერესებს. ზოგი კი იმდენად შეყვარებულია ამ პროცესზე, რომ არა მხოლოდ სამეცნიერო ლიტერატურას, არამედ — მხატვრულსაც კი ქმნის. დამწყები ინვესტორები ამ წიგნებით არა მხოლოდ ინვესტირების პრინციპებს ეცნობიან, ფინანსური დამოუკიდებლობის არსსაც ითვისებენ. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 ყველაზე საინტერესო წიგნს ინვესტირების შესახებ.
1. The Richest Man in Babylon
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი The Richest Man in Babylon თითქმის 100 წლის წინ გამოიცა, ის კვლავაც ახერხებს დამწყები ინვესტორების დაინტერესებას და პროფესიონალების აღტაცებას.
წიგნში აღწერილია ფინანსური თავისუფლების პრინციპები და ის საკითხები, რომლებიც 1926 წლისთვის ინვესტირების დროს მნიშვნელოვანი იყო. თითქმის 100 წლის შემდეგ, წიგნში აღწერილი პრინციპები და საკითხები კვლავ აქტუალურია.
2. Rich Dad Poor Dad
რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდით ყველა ინვესტორის თუ უბრალოდ ფინანსური დამოუკიდებლობის მოსურნე ადამიანის სამაგიდო წიგნს — Rich Dad Poor Dad. ბესტსელერი წიგნის ავტორი გადაწყვეტილებების მიღების დროს ადამიანის აზროვნებას აღწერს და ამტკიცებს, რომ მთავარია დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და ადამიანის ჩვევები, ხოლო იმისათვის, რომ მდიდარი გახდე, სულაც არ არის აუცილებელი, ბევრი ფული გქონდეს.
3. Get Good With Money: 10 Simple Steps to Becoming Financially Whole
პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა აჩვენა, რომ ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ავტორი აღწერს 10-ნაბიჯიან პროცესს, რომელიც დამწყებ ინვესტორებს ფინანსების სწორ მართვაში, მიზნების მიღწევაში, საბაზრო ცვლილებების ამოცნობასა და, რაც მთავარია, ფინანსური თავისუფლების მიღწევაში ეხმარება. წიგნმა უკვე მოიპოვა მრავალი პრიზი და 2021 და 2022 წლების ბესტსელერი გახდა.
4. Broke Millennial Takes on Investing: A Beginner's Guide to Leveling Up Your Money
მართალია, ეს წიგნი პანდემიამდე გამოიცა და პოსტ-პანდემიური საკითხები არ არის გათვალისწინებული, თუმცა, ავტორი შემოსავლების ზრდასთან ერთად, ხაზს უსვამს ხარჯების მართვის მნიშვნელობას. წიგნის მიხედვით, წარმატებული ინვესტორისთვის, დამწყებია იგი თუ პროფესიონალი, მნიშვნელოვანია აკონტროლოს ვალდებულებები და მათი მიხედვით განახორციელოს ინვესტიცია. ავტორი აღნიშნავს, რომ ინვესტორებმა სესხი მხოლოდ საჭიროების დროს არ უნდა აიღონ, არამედ გამოიყენონ ის დამატებით შესაძლებლობად ინვესტირების გასაზრდელად.
5. Best for New Investors: The Automatic Millionaire: A Powerful One-Step Plan to Live and Finish Rich
წიგნის წაკითხვის შემდეგ ავტომატურად მილიონერი ვერ გახდები, თუმცა, მასში კარგად არის მოთხრობილი დეტალური ნაბიჯები, როგორ შეგიძლია გაზარდო შემოსავლები. კვლავაც, ავტორი ხაზს უსვამს ინვესტორის ქცევებს, დამოკიდებულებებს, მიზნებსა და ამ ყველაფრის ისე ცვლილებას, რაც დამწყები ინვესტორისთვის საჭიროა. ავტორი მარტივი დაანგარიშებებით და დაზოგვის სხვადასხვა მეთოდით გვასწავლის, როგორ შევძლოთ ინვესტირების დასაწყებად თანხის მოძიება და პასიური შემოსავლების ნელ-ნელა გაზრდა.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
კომენტარები