ნახეთ: მეცნიერებმა ოკეანის რეკორდულ სიღრმეში მცურავი არსება გადაიღეს
მეცნიერებმა იაპონიის მიმდებარედ, დასავლეთ წყნარ ოკეანეში, ზღვის დონიდან 8 336 მეტრ სიღრმეში მცურავი არსება გადაიღეს, რითაც რეკორდი დამყარდა, რადგან ასეთ მანძილზე აქამდე კამერის ობიექტივში არცერთი თევზი მოხვედრილა. BBC-ის ცნობით, ამ დრომდე რეკორდი 8 178 მეტრი იყო, რომელიც მარიანას ღრმულში დამყარდა.
"თუ ეს რეკორდი გაუმჯობესდება, მხოლოდ მცირე ზრდას უნდა ველოდოთ, პოტენციურად რამდენიმემეტრიანს", — აცხადებს დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორი, ალან ჯემისონი.
კამერის მიერ დაფიქსირებული არსება ზღვის ლოკოკინაა, რომელიც Pseudoliparis-ის გვარის წარმომადგენელია. სპეციალისტებს ის არ დაუჭერიათ, ამიტომ სახეობის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, მათ უფრო ზემოთ, 8 022 სიღრმეში მცურავი, Pseudoliparis belyaevi-ის სახელით ცნობილი სახეობის თევზები დაიჭირეს, რითაც ასევე რეკორდი დაამყარეს.
რაც შეეხება მარიანას ღრმულში გადაღებულ თევზებს, ისინი მარიანას ზღვის ლოკოკინებია, რომელთა შესახებაც მეცნიერებმა 2014 წლიდან იციან. ზღვის ლოკოკინები ოკეანის სიღრმეში ბინადრობენ, ჰადალურ ზონაში, რომელიც 6 000-11 000 მეტრამდე ვრცელდება და იქ სინათლე ვერ აღწევს.
იძუ-ოგასავარას ღრმულში ახლახან დაფიქსირებული ზღვის ლოკოკინები მსგავს სიღრმეში გადარჩენას, მეცნიერთა აზრით, მარიანას ღრმულთან შედარებით უფრო თბილი წყლების გამო ახერხებენ.
"ვპროგნოზირებდით, რომ ყველაზე ღრმად მობინადრე თევზები სწორედ იქ იქნებოდნენ და რომ ისინი ზღვის ლოკოკინები უნდა ყოფილიყვნენ. იმედგაცრუებული ვრჩები, როცა ადამიანები მეუბნებიან, რომ ოკეანის სიღრმეების შესახებ არაფერი ვიცით. ჩვენ ნამდვილად ვიცით. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება", — ამბობს ალან ჯემისონი
კომენტარები