მაკო ჯაბუა

2 Apr. 2023, 22:19

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა სოლიდარობისთვის. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ, მართლაც ძალიან მძიმე, მომენტებში ჩემს ცხოვრებაში. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ქალს, რომელმაც გაბედა და მოძალადე ამხილა და ასევე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ქალს, რომელიც ჯერ კიდევ პოულობს ძალას საკუთარ თავში, რომ მოძალადე ამხილოს. ასევე მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაჩემს, რომლისთვისაც ნამდვილად არ იყო მარტივი ეს დღეები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის მას, ის არის ყველაზე ძლიერი ქალი. მადლობა, დედა. არ ვაპირებდი სიტყვით გამოსვლას, მართლა. მაგრამ ძალიან გამაბრაზეს და მინდა, რომ ჩემი ბრაზი გაგიზიაროთ.

შალვა რამიშვილზე ლაპარაკს არ ვაპირებ, პირს არ ავიმყრალებ, მოკლედ ვიტყვი ჩემ სათქმელს. ორი დღის წინ ვიყავი მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე. არ დაგიმალავთ და მცირე იმედი მქონდა, რომ სამართლებრივადაც ჩემს წვლილს შევიტანდი ამ საქმეში. თუმცა არ გამკვირვებია ის, რაც იქ დამხვდა. ძალიან მალე გამოვედი შენობიდან, რადგან ვნახე, რომ სისტემა ჩემ მხარეს არაა. სისტემა მოძალადეა ისევე, როგორც შალვა რამიშვილი. და არა მარტო სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც მთლიანად ჩამოშლილია და მის დაცვაზეა ორიენტირებული, მოძალადის დაცვაზეა ორიენტირებული და გადართული. მაგრამ ამ სისტემას არ უყვარს არა მხოლოდ ქალები, ეს სისტემა ებრძვის ბავშვებს, მოზარდებს, ებრძვის თავისუფალ აზრს, თავისუფალ მედიას, 5 ივლისი ყველას გვახსოვს ალბათ. და იცავს ორკებს, ქოც ორკებს, რომელთა მოკავშირეა თვითონ. ორიენტაციის, იდენტობისა და რელიგიის ნიშნით დევნის საზოგადოებას და ებრძვის მოზარდებს და ახალ თაობას ებრძვის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც ახლა იმყოფება ნამდვილად უკანონო ამ სისტემის უკანონო ტყვეობაში. ხელისუფლებამ ის ამოარჩია მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულად გამოიყურება. ასეთი დაბალი დონის წარმოდგენა აქვს ჩვენზე. 

ამის შესახებ მაკო ჯაბუამ ქალთა სოლიდარობის მარშზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც ქალთა მიმართ უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ გაიმართა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  4. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  5. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.…