61 წლის კაცი სოკოსგან დაინფიცირდა — The Last of Us რეალურ ცხოვრებაში?
ეს მსგავსი სოკოსგან დაინფიცირების მსოფლიოში პირველი შემთხვევაა
The Last of Us-ის ჯერ მხოლოდ პირველი სეზონი ვიხილეთ და უკვე ყველა ამ საშინელ სოკოზე საუბრობს, რომელმაც აპოკალიფსი გამოიწვია. სერიალში სოკოები ადამიანებს აინფიცირებენ და სწორედ ასე იწყბა აპოკალიფსი.
საინტერესოა, რომ სერიალის, ისევე როგორც იგივე სახელწოდების კომპიუტერული თამაშის სიუჟეტი რეალურ სოკოებს ეფუძნება, რომლებიც მწერებს მართლაც რომ აინფიცირებენ. შედეგად მწერები თავს ვეღარ აკონტროლებენ და სოკოს გასავრცელებლად საკუთარ სიცოცხლეს არაფრად აგდებენ, დაახლოებით ისე, როგორც ეს სერიალშია.
ახლა კი შევიტყვეთ, რომ იშვიათი სოკოვანი დაავადება, რომელიც მცენარეებისთვის ფატალურია და "ვერცხლის ფოთლის" დაავადება ეწოდება, 61 წლის ინდოელ ფერმერს დაუფიქსირდა.
ეს მსგავსი პირველი შემთხვევაა. კაცი მიკოლოგია და მას გრიპის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. გაირკვა, რომ კაცს Chondrostereum purpureum-თან ჰქონდა კონტაქტი, ეს სოკოა, რომელიც იწვევს ვერცხლის ფოთლის დაავადებას.
ექიმებმა, რომლებიც მკურნალობდნენ პაციენტს, საქმის მასალები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) გაუზიარეს, საიდანაც შემდგომში ეს ამბავი გავრცელდა. Daily Mail-ის მოხსენების თანახმად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ არასოდეს ყოფილა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ კონკრეტულ სოკოს შეეძლო ადამიანების დაინფიცირება.
ასევე: The Last of Us-ის სოკო ფიქცია არაა — შეუძლია თუ არა მას ადამიანების დაინფიცირება?
პაციენტმა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ორი კურსი ორი თვის განმავლობაში გაიარა და ჩირქი გაიგზავნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობით დაწესებულებაში ჩრდილოეთ ინდოეთში შესამოწმებლად. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დღეს მილიონობით სოკოდან მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია ადამიანებისა და ცხოველების დაინფიცირება.
მედიკოსებმა, რომლებიც კაცს მკურნალობდნენ, თქვეს, რომ ეს შემთხვევა "სერიოზულ კითხვებს ბადებს" მცენარეთა პათოგენების უნარზე, გამოიწვიონ დაავადება ჯანმრთელ ადამიანებსა და ცხოველებში. MRC სამედიცინო მიკოლოგიის ცენტრის პროფესორმა ელეინ ბიგელმა თქვა, რომ კონკრეტულ პაციენტს აქვს გენეტიკური იმუნური დეფიციტი, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი.
პროფესორმა ბიგელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ეს სიახლეა და მასზე ჯერ ბევრი რამ არ ვიცით.
WHO-მ განცხადებაში 19 სოკო ჩამოთვალა, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და აღნიშნა სოკოვანი ინფექციების მნიშვნელოვანი ზრდა COVID-ის პანდემიის დროს.
ცნობისთვის, სხვადასხვა სახის სოკოებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანებზე, მათ შორის Candida-ს სახეობას. სოკოს ამ სახეობას ფილტვებისა და ტვინის დაზიანება შეუძლია. აქვეა Aspergillus fumigatus, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული და მწვავე ფილტვის დაავადება და შეიძლება იყოს სასიკვდილო. გარდა ამისა, არსებობს Candida auris, საფუარის სახეობა, სწრაფად ვრცელდება აშშ-ის სამედიცინო დაწესებულებებში. ეს სოკოები შეშფოთების მიზეზია და მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიონ ადამიანებზე.
გარდა ამისა, პლანეტის კლიმატის ცვლილების გამო, მკველვრები შიშობენ, რომ ცნობილი და უცნობი სოკოები ევოლუციას განიცდიან. ეს კი შეიძლება საფრთხის მომტანი იყოს ჩვენთვის. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მეტი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ცვლილებებმა ადამიანებსა და ცხოველებზე.
კომენტარები