ძველეგვიპტურ ტაძარში 2000-ზე მეტი მუმიფიცირებული ვერძის თავი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა 2000-ზე მეტი მუმიფიცირებული ვერძის თავი და ძველი სამეფო სასახლის სტრუქტურა აღმოაჩინეს. მიგნება აბიდოსის მეფე რამზეს II-ის ტაძარში.
ასევე: როგორ გამოიყურებოდა რამზეს II? — მეცნიერებმა ეგვიპტის ფარაონის სახე აღადგინეს
აღმოჩენა კაიროს სამხრეთით, დაახლოებით 435 კილომეტრის დაშორებით გაკეთდა და ის დაახლოებით 4300 წლით თარიღდება.
ვერძის თავების გარდა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს მუმიფიცირებული ძაღლების, გარეული თხების, ძროხების, ირმებისა და სირაქლემების ნაშთები.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრომ განაცხადა, რომ მუმიფიცირებული ნაშთების დანიშნულება, სავარაუდოდ, რამზეს II-ისთვის პატივის მიგება იყო და ეს მისი სიკვდილიდან 1000 წლის შემდეგ.
ვარაუდობენ, რომ ვერძები და სხვა ცხოველები აბიდუსში თაყვანისცემის დროს შესაწირად გამოიყენებოდა, დასძინა განცხადებაში მისიის ხელმძღვანელმა ექიმმა სამეჰ ისკანდარმა.
გარდა ცხოველთა ნაშთებისა, არქეოლოგების ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა ძველი სამეფოს მეექვსე დინასტიის უზარმაზარი სასახლის კედლები, რომლის სისქეც 5 მეტრია.
სტრუქტურა შეიცავს უამრავ ქანდაკებას, ხის ნაშთებს, ტყავის ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და პაპირუსებს.
"აღმოჩენამ შეიძლება ხელი შეუწყოს აბიდოსის უძველესი ლანდშაფტის აღდგენას რამზეს II-ის ტაძრის აშენებამდე", — თქვეს არქეოლოგებმა.
კომენტარები