ხელოვნური ინტელექტი მეილებს თქვენ მაგივრად დაწერს — Google-მა თავის პროდუქტებში ახალი ფუნქციები ჩააშენა
Google-მა Google Workspace-ის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტი ჩააშენა, რომელიც სამუშაო პროცესს გაგვიმარტივებს. ინფორმაცია კომპანიის ბლოგპოსტით ვრცელდება.
მათი განცხადებით, მომხმარებლები შეძლებენ, მეილების ესკიზები შექმნან, შეაჯამონ ისინი, რომელიმე მათგანს პრიორიტეტი მიანიჭონ ანდა უპასუხონ მას; შეეძლებათ, ტექსტური დოკუმენტები AI-ს დაარედაქტირებინონ ან ხელახლა დააწერინონ.
აღსანიშნავია, რომ Slides-ის შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი გამოსახულებებსა და ვიდეოებსაც დააგენერირებს; Sheets ავტომატურად შექმნის ფორმულებს; ტრანსკრიფციები ავტომატურად დაიწერება Meet-ში, ხოლო Chat-ში კი მომხმარებლებს სამუშაო პროცესის გამარტივებაში დაეხმარება.
ამასთანავე, Docs-ში მომხმარებლები შეძლებენ, გვერდზე დავალების თემა დაწერონ, გენერაციული AI კი დამატებით ტექსტს უცებ დააგენერირებს. სისტემას შეუძლია, მომხმარებლის მიერ დაწერილი ტექსტი Rewrite ფუნქციის მეშვეობით დაარედაქტიროს.
ახალი ფუნქცია დაემატა Gmail-საც, რომლითაც მოკლე ტექსტური მითითების საპასუხოდ AI მეილს ჩვენ მაგივრად დააგენერიროს.
ახალ AI ფუნქციებს უფრო დეტალურად Google Worskpace-ის დემონსტრაციაში იხილავთ:
Google-ის მხრიდან ეს ნაბიჯი, ხელოვნური ინტელექტით პროდუქტების მასობრივი აღჭურვა, თავის კონკურენტ ტექგიგანტთან AI ბრძოლის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ასევე იხილეთ: "დავგუგლავთ" თუ ჩატბოტს ვკითხავთ? — რა ეტაპზეა Google-ისა და Microsoft-ის ომი AI დომინირებისთვის
Microsoft-მა თავის საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტი ჩააშენა, ახლახან კი ისიც გავიგეთ, რომ მის Bing-ში GPT-4-იც კია ხელმისაწვდომი. მეორე მხრივ, Google-ის ჩატბოტი Bard ფართო საზოგადოებას ჯერაც არ უხილავს.
კომენტარები