ევროპაში ადამიანები მშვილდ-ისრებით 54 000 წლის წინაც ნადირობდნენ — კვლევა
ახალი კვლევა, რომელსაც საერთაშორისო ჯგუფი ხელმძღვანელობდა, ამტკიცებს, რომ მშვილდოსნობა ევროპაში დაახლოებით 54 000 წლით თარიღდება.
კონექტიკუტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს საფრანგეთის გროტე მანდრინის გამოქვაბულის ლითონური ფენები, რამაც ადგილზე ადრეული ადამიანის ყოფა აჩვენა.
მათ ასევე დაასკვნეს, რომ თანამედროვე ადამიანმდე აქ ნეანდერტალელებიც იყვნენ. ეს დაახლოებით 10 000 წლით ადრე, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.
კვლევა ასახავს ნეანდერტალელებს შორის შეიარაღების მრავალფეროვნებას. მათ გააჩნდთ შუბები და ხელით სატყორცნი სხვა იარაღი. ეს გვანახებს ღრმა ტექნოლოგიურ კონტრასტს ნეანდერტალელებსა და პირველ თანამედროვე ადამიანებს შორის, რომლებიც ევროპის კონტინენტზე ჩავიდნენ.
"როდესაც ნეანდერტალელები იყენებდნენ თავიანთ ტრადიციულ იარაღს, როგორიცაა შუბი, პირველი თანამედროვე ადამიანები წარმოდგენილნი იყვნენ მშვილდ-ისრებით", — ამბობს ლორე მეტცი, აიქს-მარსელის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი.
"მშვილდები გამოიყენება ყველა გარემოში, ღია თუ დახურულ სივრცეში და ეფექტურია ნებისმიერი მტაცებლის წინააღმდეგ. მეტიც, ისრების სროლა შესაძლებელია სწრაფად, მეტი სიზუსტით და თან მსგავსი იარაღის ტარება მარტივია. ამ შეიარაღებამ დიდი უპირატესობა მისცა ჰომო საპიენსს, ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდ ცხოველებზე ნადირობდნენ. ასეთ დროს ნადირობა ბევრად შორი მანძილიდან იყო შესაძლებელი და ნეანდერტალელებივით მტაცებელთან მჭიდრო კავშირში შესვლა არ იქნებოდა საჭირო", — ნათქვამია კვლევაში.
გროტე მანდრინის 1000-ზე მეტი კაჟის შესწავლა ცხადყოფს, რომ დიდი პროცენტი გამოიყენებოდა მშვილდ-ისრებისთვის.
მკვლევრების თქმით, გროტე მანდრინმა უკვე მთლიანად შეცვალა ჩვენი გაგება უკანასკნელი ნეანდერტალელებისა და საპიენების პირველი მიგრაციის შესახებ კონტინენტურ ევროპაში.
კვლევა Science Advances-ში 22 თებერვალს გამოქვეყნდა.
კომენტარები