დედამიწა, როგორც გიგანტური ობსერვატორია — მეცნიერების ამბიციური გეგმა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გადაჭიმულია ოკეანეებზე და არის მიწისქვეშეთში ჩვენი საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებისთვის. ახლა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ინფრასტრუქტურის ეს უზარმაზარი ქსელი შეიძლება სხვა დანიშნულებისთვისაც გამოიყენონ.
კონკრეტულად, არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი 1,2 მილიონი კილომეტრის სიგრძის კაბელი შეიძლება დაკავშირდეს თანამგზავრებთან და დისტანციური ზონდირების სხვა ინსტრუმენტებთან. მიზანი ამით რეალურ დროში მთელს დედამიწაზე დაკვირვებაა.
რა არის ამ გზით შესაძლებელი? ქარიშხლებისა და მიწისძვრების თვალყურის დევნება. ასევე გემების კონტროლი, დაზიანებული მილსადენების დადგენა და ბევრი სხვა.
"ეს შეიძლება იყოს გლობალური ობსერვატორია ოკეანე-დედამიწის მეცნიერებებისთვის, რომელიც თამაშის წესებს ბოლომდე შეცვლის", — ამბობს გეოფიზიკოსი მარტინ ლანდრო, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან (NTNU).
მონიტორინგი განხორციელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების აკუსტიკური სენსორული შესაძლებლობების მეშვეობით.
ეს გამოცადეს შარშან არქტიკაში ვეშაპების თვალთვალის გზით. 44 დღის განმავლობაში, მეცნიერებმა შეძლეს 800-ზე მეტი ვეშაპის აქტივობის აღმოჩენა წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომლის ზომები 120 კილომეტრია. მათ ასევე აღმოაჩინეს დიდი ქარიშხალი 13 000 კილომეტრის დაშორებით.
"ეს ტექნოლოგია დიდი ხანია არსებობს", — ამბობს ლანდრო. "მაგრამ დიდი პროგრესი ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ახლა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს აკუსტიკური სიგნალების ტექნოლოგია 100-დან 200 კილომეტრის მანძილზე. ასე რომ, ეს არის ინოვაციაა."
გუნდს სურს ხაზი გაუსვას, რომ მათი პლანეტის სადამკვირვებლო ქსელი იმოქმედებს როგორც სხვა სისტემების შემავსებელი და არა შემცვლელი. იმის გამო, რომ ეს კაბელი ძალიან ფართოა, აღმოჩენების პოტენციური რაოდენობა შეიძლება იყოს უსაზღვრო.
"DAS-ის ზონდირება და ვეშაპებზე დაკვირვების ექსპერიმენტი აჩვენებს ამ ტიპის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სრულიად ახალ შესაძლებლობებს", — ამბობს ლანდრო.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები