ChatGPT-მ ბიზნეს სკოლის გამოცდა ჩააბარა და კარგი შეფასება მიიღო
Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი OpenAI-ის ჩეთბოტი ChatGPT დიდ ყურდაღებას იქცევს. ჩეთბოტი 30 ნოემბერს ჩაეშვა და შეუძლია ახსნას რთული სამეცნიერო კონცეფციები, შეადგინოს ლექსები, დაწეროს მოთხრობები, კოდი — შექმნას პროგრამებიც კი. სია უსასრულოა. OpenAI-მ ასევე გამოუშვა ჩეთბოტის ფასიანი ვერსია. ის ცნობილია როგორც ChatGPT Professional და თვეში 42 დოლარადაა ხელმისაწვდომი.
შემდეგი პოდკასტი: ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი
მეტიც, ChatGPT3-მ Google-შიც კი გამოიწვია განგაში. The New York Times-ის ბოლო მოხსენების თანახმად, გუგლი 20-ზე მეტი ახალი პროდუქტის გამოშვებას გეგმავს და მის საძიებო სისტემას ჩეთბოტის ფუნქციაც დაემატება.
ChaTGPT-ის სტუდენტებიც იყენებენ. მათ ჩეთბოტით დავალებების შესრულება შეუძლიათ. ახლა კი, როგორც ჩანს მან გამოცდაც ჩააბარა. კრისტიან ტერვიეშმა, უორტონის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან, შეამოწმა ChatGPT-ის შესაძლებლობები MBA გამოცდაზე. მან ჩეთბოტი ოპერაციების მენეჯმენტზე გამოცადა.
როგორც კვლევისგან ვიგებთ, ChatGPT-მ გამართული პასუხები გასცა, მაგრამ მათემატიკაში მთლად კარგი ვერ იყო.
ტესტის საფუძველზე ტერვიეშმა აღმოაჩინა, რომ პასუხები სწორი იყო და ჩეთბოტმა შესანიშნავი ახსნა-განმარტებები მისცა. თუმცა, ChatGPT-მ ასევე დაუშვა გარკვეული შეცდომები შედარებით მარტივ გამოთვლებში. ეს კი დაახლოებით მეექვსე კლასის მათემატიკის მასშტაბებზე.
ტერვიეშმა აღნიშნა, რომ ChatGPT-ის ამჟამინდელი ვერსია ვერ უმკლავდება პროცესის ანალიზის ფართო კითხვებს, თუნდაც ისინი დაფუძნებული იყოს საკმაოდ სტანდარტულ შაბლონებზე.
საბოლოოდ, ტერვიეშმა დაასკვნა, რომ ChatGPT-ს აქვს შესანიშნავი უნარები პრობლემების გადასაჭრელად, რაც ფართოდ გამოიყენება MBA სტუდენტების ტრენინგსა და ტესტირებაში.
მისი თქმით, შედეგების კომბინაციით, ის ამ შესრულებას, როგორც B-ით აფასებს.
შეუძლია თუ არა თავად ChatGPT-ს კითხვების ფორმულირება?
ტერვიეშკი აქ არ გაჩერებულა. პროფესორს სურდა გაერკვია, შეეძლო თუ არა Chat GPT3-ს შეკითხვის ფურცლის შემუშავება.
"ამ დროისთვის, მე დავწერე ათასობით კითხვა და, ზოგჯერ, ვგრძნობ, რომ ამოვწურე ჩემი ფანტაზია. შემიძლია მივმართო Chat GPT3-ს ახალი საგამოცდო კითხვების შესადგენად?", — იკითხა მან კვლევაში.
აღმოჩნდა, რომ კითხვები დამაჯერებელი და იუმორისტული იყო. ტერვიეშმა აღნიშნა, რომ კითხვები საკმარისად კარგი გამოდგა.
"კალკულატორებისა და სხვა გამოთვლითი მოწყობილობების შემოღებამდე, კომპანიებში უამრავი თანამშრომელი მუშაობდა, რომელთა ამოცანა იყო ხელით შესრულებული მათემატიკური ოპერაციები, როგორიცაა გამრავლება ან მატრიცის ინვერსია. ცხადია, ასეთი ამოცანები ახლა ავტომატიზირებულია. ანალოგიურად, ჩვენს MBA პროგრამებში ნასწავლი უნარების ნებისმიერმა ავტომატიზაციამ შეიძლება პოტენციურად შეამციროს MBA განათლების ღირებულება", — თქვა მან კვლევაში.
ენდრიუ კაროლიმ, კორნელის უნივერსიტეტის ბიზნეს კოლეჯის დეკანმა, იგივე დასკვნა გააკეთა. მან Financial Times-ს განუცხადა, რომ ერთი რამ, რაც ყველამ დანამდვილებით იცის, ისაა, რომ ChatGPT არ გაქრება. შესაბამისად, ეს AI ტექნიკები გაგრძელდება და დაიხვეწება.
მისი თქმით, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრატორებმა უნდა განახორციელონ ინვესტიცია ხელოვნურ ინტელექტში.
კომენტარები