კვლევის მიხედვით, ვიაგრა კაცებში გულის დაავადებების რისკს 39 პროცენტით ამცირებს
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კაცებს, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს ერექციული დისფუნქციისთვის (ED), ადრეული სიკვდილის რისკი უმცირდებათ. სუბარია გულის დაავადებებზე.
ED მედიკამენტები, როგორიცაა ვიაგრა, Cialis და Levitra, სისხლის ნაკადს ზრდის. ისინი ამას აკეთებენ ფერმენტის, სახელწოდებით 5 ტიპის ფოსფოდიესტერაზას (PDE5) ინჰიბირებით. ამას შეუძლია ხელი შეუშალოს ქიმიურ სიგნალებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პენისის გლუვი კუნთების მოდუნებაზე.
ვიაგრას პოტენციური სარგებელი
გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და საერთო სიკვდილიანობაზე ED მედიკამენტების ეფექტის შესასწავლად, მკვლევრებმა 23 000-ზე მეტი ამერიკელი კაცის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები გამოიკვლიეს. ეს მოიცავდა 2006-დან 2020 წლების მონაცემებს. ამ კაცებს გამოწერილი ჰქონდათ მინიმუმ ერთი ფოსფოდიესტერაზას ტიპის 5 ინჰიბიტორი (PDE-5i) რეცეპტი ED-სთვის, როგორიცაა ვიაგრა.
მკველვრებმა შეადარეს ისინი ერექციული დისფუნქციის მქონე 48 000-ზე მეტი კაცის ჯგუფს, რომლებსაც არ გამოუწერიათ ED წამალი.
კვლევამ აჩვენა, რომ კაცებს, რომლებიც იღებდნენ PDE-5i-ს, 39 პროცენტით ნაკლები შანსი ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების.
ამასთან, პირები, რომლებიც იღებდნენ PDE-5i-ს უფრო მაღალ დოზას, უკეთ იყვნენ დაცულნი გულის დაავადებებისგან, ვიდრე ისინი, ვინც იღებდნენ უფრო დაბალ დოზას.
ამ ადამიანებს აღენიშნებოდათ 17 პროცენტით ნაკლები გულის უკმარისობის შემთხვევები, 15 პროცენტით დაბალი კორონარული რევასკულარიზაცია და 22 პროცენტით ნაკლები არასტაბილური სტენოკარდიის სიხშირე. ყველა ეს მდგომარეობა შეიძლება პოტენციურად ფატალური იყოს, თუ მკურნალობა არ იქნება დროული და შესაბამისი.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ PDE-5i-ის შეიძლება ჰქონდეს პოტენციური სარგებელი გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს მედიკამენტები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას გულში.
კვლევა რამდენიმე პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს
თუმცა, სანამ ამ შედეგებით ძალიან აღვფრთოვანდებით, კვლევას აქვს გრკვეული შეზღუდვები. ეს იყო დაკვირვებითი კვლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია მხოლოდ აჩვენოს კავშირი ED მედიკამენტების გამოყენებასა და სიკვდილის შემცირებულ რისკს შორის. შესაბამისად, არ შეუძლია უშუალოდ მიზეზობრივი კავშირის გამოვლენა.
მეტიც, კვლევა დააფინანსა Sanofi-მა, რომელიც ყიდის საკუთარ PDE-5i-ს სახელწოდებით avanafil. ამიტომ, არსებობს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი.
"მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ვიაგრას ჰქონდეს გარკვეული სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ამას დასჭირდება შემდგომი კვლევები. ამიტომ, ამას ჯერ ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით", — თქვა კარდიოლოგმა დიპაკ ბჰატმა, Mount Sinai Heart-ის დირექტორმა ნიუ-იორკში.
შემდეგი ნაბიჯი იქნება დიდი კლინიკური კვლევის ჩატარება კონტროლირებად გარემოში შედეგის დასადასტურებლად. პირებმა ყოველთვის უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან სანამ ED მედიკამენტის მიღებას გადაწყვეტენ. მათ უნდა იცოდნენ პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ.
კვლევა Journal of Sexual Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები