ახალი კვლევის მიხედვით, ბნელი მატერია ბნელი ფოტონებისგან შედგება
Physical Review Letters-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, რომ ბნელი მატერია შედგებოდეს ულტრამსუბუქი ბნელი ფოტონებისაგან. ეს ის ფოტონებია, რომლებიც, შესაძლოა, სამყაროს გახურებაზე იყვნენ პასუხისმგებლები.
რა არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია?
ეს ჰიპოთეზა, მკვლევრების აზრით, ემთხვევა კოსმოსური წარმოშობის სპექტროგრაფის (COS) დაკვირვებებს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან. დანადგარი აკვირდება რთულ და დიფუზურ ქსელს, რომელიც ცნობილია როგორც "კოსმოსური ქსელი". ხსენებული ქსელი გალაქტიკებს შორის არსებობს.
COS-ის მიერ შეგროვებული მონაცემები გვეუბნება, რომ კოსმოსური გალაქტიკათშორისი ქსელი უფრო ცხელია, ვიდრე ამას სტრუქტურის ფორმირების სტანდარტული მოდელი პროგნოზირებდა.
"თეორიულად ბნელი ფოტონები შეძლებენ გარდაიქმნან დაბალი სიხშირის ფოტონებში და გაათბონ კოსმოსური სტრუქტურები. შესაბამისად, ეს თანხვედრაში მოდის ჩვენ თეორიასთან", — განმარტავენ მკვლევრები.
კვლევა ჩაატარეს SISSA-ის მკვლევრებმა თელ-ავივის, ნოტინჰემისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების მეცნიერებთან თანამშრომლობით.
შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
"ბნელი ფოტონი ბნელი მატერიობის კარგი კანდიდატია"
"ბნელი ფოტონები არის ჰიპოთეტური ახალი ნაწილაკები, რომლებიც ძალის მატარებლები არიან. თუმცა, ფოტონისგან განსხვავებით, მათ შეიძლება ჰქონდეთ მასა. ულტრამსუბუქი ბნელი ფოტონი, რომლის მასა ოცდაათი რიგით ნაკლებია, ვიდრე ელექტრონის სიდიდე, კარგი კანდიდატია ბნელი მატერიისთვის", — განმარტავენ მკვლევრები.
ასევე მოსალოდნელია, რომ ბნელი ფოტონები და ჩვეულებრივი ფოტონები სხვადასხვა ტიპის ნეიტრინოების მსგავსად ირევა. ეს ბნელ ფოტონს საშუალებას მისცემს ბნელ მატერიად გარდაიქმნეს.
ამ ძალისხმევას შეუძლია შემდგომი თეორიული დაკვირვებები შემოგვთავაზოს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი. იმის დასამტკიცებლად, რომ ბნელი ფოტონი ბნელი მატერიაა ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო.
კომენტარები