დარწმუნებული ვარ, ყველა, ვისაც 2000-იან წლებში კომპიუტერის სახლში ქონის ბედნიერება ჰქონდა, ან ინტერნეტ კაფეების ხშირი სტუმარი იყო, Rockstar-ის ამ ლეგენდარული სერიის რომელიმე ნაწილს ერთხელ მაინც ითამაშებდა. ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით ორი ნაწილი, Vice City და San Andreas სარგებლობდნენ, რომელთაც მოთამაშეთა დიდი ნაწილი ოდნავ რასისტულად, "თეთრ ჯეტეად" და "შავ ჯეტეად", მოიხენიებდა. მოგვიანებით გამოვიდა სერიის IV და V ნაწილები და, ბუნებრივია, თავისი წილი პოპულარობა თითოეულ მათგანს ერგო.

ასევე იხილეთ: ტესტი: გამოიცანი კომპიუტერული თამაში ადგილის მიხედვით

ალბათ, ცოტა ჩვენგანი თუ აქცევდა ყურადღებას პროტაგონისტებისა და ანტაგონისტების ისტორიასა და პიროვნულ მახასიათებლებს, თამაშში ხომ ამაზე ბევრად საინტერესო რაღაცების კეთება იყო შესაძლებელი! მიუხედავად ამისა, ყველა პერსონაჟს უნიკალური ისტორია და ხასიათი აქვს, რომელიც მათ ერთმანეთისგან ძალიან განასხვავებს.

მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა სერიას "ჯეტეას" ეძახდი, "ჯეტიას" თუ "ჯითიეის" (Imho ბოლო ყველაზე უარესია), გაიგე, GTA-ის რომელი პერსონაჟი იქნებოდი!

საცხოვრებლის შერჩევით დავიწყოთ: სად იცხოვრებდი?

tenor

გამოტყდი, რას აკეთებ პარასკევ საღამოს ყველაზე ხშირად?

tenor

ჩაცმის სტილზეც გვითხარი რამე...

tenor

გვითხარი, დალევა თუ გიყვარს?

tenor

შენი ნება რომ იყოს, რომელი ტრანსპორტით გადაადგილებას ისურვებდი ყოველდღიურად?

tenor

არსებობს რამე, რასაც ფულით ვერ იყიდდი?

tenor

ჩამოთვლილთაგან რომელ სიმღერას მოუსმენდი ავტომობილში ყველაზე ხშირად?

tenor

ბოლოს კი გულახდილად მითხარი, ცურვა თუ იცი?

tenor