ექსპერტები ავითარებენ მზის "ხეებს", რომლებიც ელექტრო მანქანებს დატენის
შეფილდის უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობენ მზის "ხეების" შექმნაზე, რომლებსაც ელექტრო მანქანების დამუხტვა შეუძლია.
უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა განაცხადა, რომ პროტოტიპის შემუშავებაზე თანამშრომლობს კომპანია SolarBotanic Trees-თან, რათა ამგვარი ხეების წარმოება რეალობად იქცეს. და როდესაც ხეები წარმოებაში ჩაეშვება, ისინი განთავსდება "ესთეტიკურად მგრძნობიარე ადგილებში" და არ დაამახინჯებს გარემოს.
"AMRC-ის გუნდი არის SolarBotanic Trees-ის შესანიშნავი პარტნიორი, რომელიც, მისი მსოფლიო დონის აპარატურისა და ნიჭის გამოყენებით, საშუალებას მოგვცემს, სწრაფად შევქმნათ პროტოტიპი და უახლოეს მომავალში გადავიდეთ კომერციულ წარმოებაზე, რომელიც იწყება RAW Charging Group-ისთვის 200 ხის მიწოდებით", — განაცხადა SB Trees-ის უფროსმა, კრის შელიმ.
ხეს ექნება ნანოფოტოელექტრული "ფოთლებისგან" შემდგარი გუმბათი, რომელიც შთანთქავს სინათლის ენერგიას. ეს უკანასკნელი შეიძლება, პირდაპირ გადაეცეს ელექტრო მანქანებს, ან გადაეცეს "ენერგიის შენახვისა და მართვის სისტემას, რომელსაც AI ხელმძღვანელობს".
როგორც ჩანს, კონცეფცია შვიდი წლის წინ მოიფიქრეს, ხოლო პროტოტიპი საბოლოო ვერსიასთან ერთად შემუშავდება და ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის შუა რიცხვებში. ხეები განთავსდება აეროპორტის ავტოსადგომებზე, სავაჭრო ცენტრებთან, სპორტულ სტადიონებსა და საგამოფენო ცენტრებთან — ფაქტობრივად, ყველა შესაძლო ლოკაციაზე.
ასე რომ, მზიანი დღეების იმედი ვიქონიოთ.
კომენტარები