კოვიდვაქცინის შემქმნელის თქმით, მომავალი პანდემიები, შესაძლოა, კორონავირუსზე მომაკვდინებელი იყოს
"ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და საარსებო საშუალებებს. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი ვირუსი, შეიძლება, უარესი იყოს. იგი, შესაძლოა, იყოს უფრო გადამდები ან უფრო მომაკვდინებელი, ან ორივე ერთად."
პროფესორმა სარა გილბერტმა, Oxford-AstraZeneca ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა, თქვა, რომ მომავალი პანდემიები, შეიძლება, COVID-19-ზე უარესი იყოს და რომ საჭიროა მეტი ფინანსები ასმისთვის ადეკვატურად მომზადებისთვის.
"ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და საარსებო საშუალებებს. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი ვირუსი, შეიძლება, უარესი იყოს. იგი, შესაძლოა, იყოს უფრო გადამდები ან უფრო მომაკვდინებელი, ან ორივე ერთად", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ომიკრონის ვარიაციაში იყო მუტაციების შემცველი ცილა, რომელიც მას უფრო გადამდებს ხდიდა. ამდენად, ვაქცინებით ან სხვა ვარიაციებით გამომუშავებული ანტისხეულები, შეიძლება, ნაკლებად ეფექტიანი იყოს ომიკრონის ამ ვარიაციის თავიდან ასარიდებლად.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს გაფრთხილებებს აკეთებენ საჯაროდ. 2022 წლის დასაწყისში ბილ გეიტსმაც აღნიშნა, რომ კოვიდის გართულების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მალე, შესაძლოა, კიდევ ერთი პანდემია გავრცელდეს.
ასევე იხილეთ: ახალი პანდემია გზაშია — არქტიკა ვირუსებისთვის "ნაყოფიერი ნიადაგი" ხდება
მან დასძინა, რომ კორონავირუსის პანდემია დავიმორჩილეთ, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიძინა გარკვეული დონის იმუნიტეტი. გეიტსმა ხაზი გაუსვა ვაქცინის სწრაფი წარმოების მნიშვნელოვნებასაც. მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგ ჯერზე ვაქცინა ორი წლის ნაცვლად 6 თვეში შევქმნათ.
ამდენად, მთავრობებმა და ექსპერტებმა მთელი მსოფლიოდან უნდა მიიღონ პრევენციული ზომები ახალი პანდემიისთვის. იმედია, კოვიდ-19-თან ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაძლო პანდემიებს მომზადებულები დავხვდებით.
კომენტარები