Google Play-ზე კიდევ რამდენიმე საზიანო Android აპლიკაცია გამოააშკარავეს
Dr. Web ანტივირუსმა Google Play-ზე ფიშინგის, საზიანო და რეკლამიანი Android აპლიკაციები გამოააშკარავა, რომლებიც ჯამში ორ მილიონამდე ადამიანმა გადმოწერა.
ისინი დამხმარე და სისტემის ოპტიმიზებისათვის გამიზნულ პროგრამებს წააგავს, თუმცა სინამდვილეში პერფორმანსის შეფერხებების, რეკლამებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუარესების მიზეზია.
ერთ-ერთ აპლიკაციას, რომელიც მილიონჯერ გადმოწერეს, TubeBox ეწოდება. იგი Google Play-ზე 5 დეკემბრის მონაცემებით ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
TubeBox მომხმარებლებს ვიდეოებისა და რეკლამების ყურების სანაცვლოდ ფულად ჯილდოებს ჰპირდება, თუმცა ამას არასოდეს ასრულებს, შეგროვილი ჯილდოების გამოსყიდვის მცდელობისას კი არაერთი შეფერხება იჩენს თავს.
ის ადამიანებიც კი, რომლებიც საბოლოოდ თანხის გამოსატანად გადადგამენ ნაბიჯს, ამას ვერ ახერხებენ. მკვლევართა აზრით, ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლები აპლიკაციაზე რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდნენ, რეკლამებს უყურონ და დეველოპერებს ამით მოგება მოუტანონ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს Google Play-ზე კიდევ რამდენიმე რეკლამიანი მავნე პროგრამა გაუქმდა:
- Bluetooth device auto connect — გადმოწერეს მილიონჯერ
- Bluetooth & Wi-Fi & USB driver — გადმოწერეს 100 ათასჯერ
- Volume, Music Equalizer — გადმოწერეს 50 ათასჯერ
- Fast Cleaner & Cooling Master — გადმოწერეს ხუთასჯერ
ასევე იხილეთ: გამოავლინეს 4 სახიფათო Android აპლიკაცია — უმჯობესია, ისინი ახლავე წაშალოთ
მოყვანილი აპლიკაციები ბრძანებებს Firebase Cloud Messaging-ისგან იღებს და მითითებების შესაბამის ვებსაიტებს რთავს, შედეგად კი ინფიცირებულ მოწყობილობებზე რეკლამებს აგენერირებს.
Dr. Web-მა ისეთი თაღლითური აპლიკაციების გამოავლინა, რომლებსაც, შესაძლოა, რუსულ ბანკებსა და საინვესტიციო ჯგუფებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს. თითოეული მათგანი Google Play-დან 10 ათასჯერ გადმოწერეს.
მოცემული პროგრამების რეკლამები სხვა აპლიკაციებში იყო ჩაშვებული და მომხმარებლებს ფინანსური სარგებლის გარანტიას აძლევდა, თუმცა, რეალურად, პროგრამებს ხალხი ფიშინგის საიტებზე გადაჰყავს, სადაც მათი პერსონალურ ინფორმაციას აგროვებენ.
აღმოჩენის შემდეგ, როგორც წესი, Google Play-დან მავნე პროგრამებს შლიან. მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ თაღლითური აპლიკაციების გადმოწერას აარიდოთ თავი, უმჯობესია, შეამოწმოთ, რამდენად დადებითად აფასებენ მას მომხმარებლები. გულდასმით დაათვალიერეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა და დეველოპერის ნამდვილობაში დარწმუნდით.
ამასთანავე, უმჯობესია, ტელეფონში რაც შეიძლება ცოტა პროგრამა გამოწეროთ და პერიოდულად ისიც შეამოწმოთ ხოლმე, აქტიურია თუ არა Google-ის Play Protect ფუნქცია.
კომენტარები