კელი დეგნანი

2 Dec. 2022, 17:20

სახალხო დამცველის საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამავდროულად — გამოწვევებით აღსავსე ნებისმიერ დემოკრატიაში. საქართველოს კონსტიტუცია განაპირობებს, რომ სახალხო დამცველის მთავარი მანდატი გახლავთ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ხშირად ამით შეიძლება, კმაყოფილი არ იყოს მთავრობა ან სხვა ადამიანები, თუმცა, სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე.

ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან დიდ გამბედაობას, კეთილსინდისიერებასა და საქმისადმი ერთგულებას. აშშ-ს საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს უჭერს და უჭერდა მხარს და ამ ერთობლივი თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისისა და ინსტიტუტის შესაძლებლობები განვითარდა და უფრო ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანების უფლებების დაცვაზე.

ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგიაა, რომ ვთანამშრომლობთ ომბუდსმენის ოფისთან. ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქვეყნის სისტემაში. 

დღევანდელ კონფერენციაზე, საბოლოო ანგარიშზე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მრავალმა მიმართულებამ, რაზეც მუშაობდა და მუშაობს სახალხო დამცველი, როგორ აუმჯობესებს თავისი საქმიანობის ეფექტურობას სხვადასხვა მიმართულებით. იმედი გვაქვს, ამჟამინდელი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისეთი შედეგით, რომ მივიღებთ ასეთივე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს, რომელსაც ექნება იმის გამბედაობა, რომ ისაუბროს და თქვას სიმართლე, როცა ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე.

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. დღეს, 2 დეკემბერს სახალხო დამცველისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე ლომჯარიამ 5-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  2. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  3. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  4. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
  5. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები

მუშაობისას სულ უფრო მეტი პროფესიონალი ეყრდნობა AI-ინსტრუმენტებს, მაგრამ რამდენად სწრაფად შეიძლება გამოდევნოს ამ…