ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე დიდმა აქტიურმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო
მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ბოლოს ამოიფრქვა მაშინ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო.
პირველად 1984 წლის შემდეგ და ზუსტად ჰავაის დამოუკიდებლობის დღისთვის, მაუნა ლოას ვულკანი გაცოცხლდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური კუნძულის მაცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც USGS-ის ჰავაის ვულკანის ობსერვატორია აღნიშნავს საფრთხის დონე "საყურადღებოდან" "საგანგაშომდეა". თუმცა ამ ეტაპზე "ლავის ნაკადები შეკავებულია მწვერვალზე და დინება ჯერ არ დაწყებულა".
მიუხედავად ამისა, წარსულ მოვლენებზე დაყრდნობით, მაუნა ლოას ამოფრქვევის ადრეული ეტაპები შეიძლება იყოს ძალიან დინამიური. შესაბამისად, ლავის ნაკადების მდებარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.
როგორც ჰავაის ეროვნული პარკის სამსახური აღნიშნავს, მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი საშუალოდ ხუთ წელიწადში ერთხელ იფრქვევა. საბოლოოდ, ეს 1843 წლიდან მოყოლებული 33-ჯერ მოხდა.
"თუმცა, 38 წელი გავიდა მისი ბოლო ამოფრქვევიდან. ეს ვულკანის ყველაზე გრძელი წყნარი პერიოდია მას შემდეგ, რაც ვულკანის აქტივობის აღრიცხვა ხდება", — დასძინა NPS-მა.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ამოფრქვევა არ გახდება ძალიან საშიში და ლავა მწვერვალიდან ფერდოზე არ დაეშვება.
კომენტარები