მკვლევრებმა 5 საუკუნის შემდეგ იმპერატორ კარლ V-ს საიდუმლო კოდი გაშიფრეს
მკვლევართა ჯგუფმა გაშიფრა 5 საუკუნის წინანდელი კოდი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია ფრანგულ შეთქმულებაზე საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ს მოკვლის შესახებ.
კარლოსი მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და მეთაურობდა უზარმაზარ იმპერიას, რომელსაც დაპყრობილი ჰქონდა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის დიდი ნაწილი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ მღელვარე პერიოდში ომებისა და დაძაბულობის შემთხვევები ხშირი იყო ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, რომელსაც იმ დროს მართავდა ფრანსუა 1-ლი.
აღმოსავლეთ საფრანგეთში ლორიას კვლევითი ლაბორატორიის ჯგუფს ექვსი თვე დასჭირდა იმპერატორის მიერ 1547 წელს საფრანგეთში მივლინებული ელჩისთვის გაგზავნილი წერილის გასაშიფრად. ეს წერილი საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო ნანსის სტანისლასის ბიბლიოთეკის კოლექციებში.
სესილ პიერომ, კრიპტოგრაფმა ლორიადან, მისი არსებობის შესახებ პირველად 2019 წელს გაიგო და დიდი ძიების შემდეგ, 2021 წელს, მისი პოვნაც შეძლო. კომპიუტერების დახმარებით, პიერომ კარლოს მე-5-ეს მიერ გამოყენებულ 120 სიმბოლოში იპოვა "სხვადასხვა ოჯახი".
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, "სიტყვები დაშიფრულია ერთი სიმბოლოთი" და იმპერატორმა ჩაანაცვლა ხმოვნები, რომლებიც თანხმოვნების შემდეგ მოდის, ნიშნებით, რისი შთაგონებაც, ალბათ, არაბული ენიდან მიიღო.
პირველი აღმოჩენა ივნისში გაკეთდა, როდესაც პიერომ მოახერხა წერილში ფრაზის გარჩევა და შემდეგ გუნდმა გატეხა კოდი ისტორიკოს კამილ დესენკლოსის დახმარებით. ამაში ასევე დაეხმარათ ჟან დე სენ-მაურისის კიდევ ერთი წერილი, სადაც მიმღებმა კიდეზე მიახატა ტრანსკრიფციის კოდის ფორმა.
დესენკლოსი აღნიშნავს, რომ "იშვიათია, როგორც ისტორიკოსმა, შეძლო, წაიკითხო წერილი, რომლის წაკითხვაც არავის მოუხერხებია ხუთი საუკუნის განმავლობაში".
მკვლევარი დასძენს, რომ წერილი "ადასტურებს გარკვეულწილად გაფუჭებულ მდგომარეობას" 1547 წელს ფრანსუა 1-ელსა და კარლ მე-5-ეს შორის, რომელმაც მანამდე სამი წლით ადრე ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას. ხელშეკრულების დადების მიუხედავად, მათ შორის ჯერ კიდევ დაძაბული ურთიერთობა იყო, თანაც, იმდენად, რომ იმპერატორის წერილში მოხსენიებული იყო ჭორები საფრანგეთში მიმდინარე შეთქმულებაზე კარლ V-ს მოკვლის შესახებ.
მკვლევრებს ახლა სურთ, გაშიფრონ სხვა წერილებიც, რათა უკეთ გაერკვნენ კარლოს V-ს სტრატეგიაში. ისინი იმედოვნებენ, რომ რამდენიმე წელში კიდევ უამრავ აღმოჩენას გააკეთებენ.
კომენტარები