11 წლის სკოლის მოსწავლემ Mensa-ს IQ ტესტში სტივენ ჰოკინგსა და ალბერტ აინშტაინს აჯობა
იუსუფ შაჰმა, ვიგტონ მურის დაწყებითი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, დაწერა Mensa IQ ტესტი, რათა გაერკვია, შევიდოდა თუ არა იმ ადამიანების 2%-ში, რომლებიც ტესტზე უმაღლეს ქულებს აფიქსირებენ.
დიდი ამბიციაა? ნამდვილად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იუსუფის ამბიცია უსაფუძვლო არ ყოფილა. ის, ტესტის ქულების მიხედვით, პირველ 1%-ში მოხვდა ყველაზე მაღალი ქულით და აჯობა ისეთ გენიოსებს, როგორებიც არიან: სტივენ ჰოკინგი და ალბერტ აინშტაინი.
იუსუფმა ტესტზე 162 ქულა მოიპოვა, რითაც გაუსწრო გარდაცვლილ ფიზიკოსსა და მწერალ პროფესორ ჰოკინგს, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, 160 ქულას მიაღწია.
და მაინც, ზუსტად რა არის ეს მენსას IQ-ის ტესტი? მენსა ორგანიზაციაა, ყველაზე დიდი და ძველი საზოგადოება მაღალი IQ-ის წარმომადგენლებისა, რომლებიც მაღალი ქულებით აბარებენ სტანდარტიზებულ IQ ტესტს. სიტყვა "მენსას" ლათინური წარმოშობა აქვს და ნიშნავს "მაგიდას", რაც აღნიშნავს თანასწორთა შეკრების ადგილს.
იუსუფს უთხრეს, რომ ტესტის გარკვეული ნაწილზე 3 წუთში 15 კითხვისთვის უნდა ეპასუხა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მან დავალება არასწორად გაიგო და იფიქრა, რომ პასუხის გასაცემად 13 წუთი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იუსუფმა მაინც მოახერხა უმაღლესი ქულის მოპოვება.
იუსუფი დაინტერესებულია გეოგრაფიითა და დროშებით, მაგრამ მის ნამდვილ გატაცებას მათემატიკა წარმოადგენს. თავისუფალ დროს ის სუდოკუში და რუბიკის კუბების ამოხსნაში ვარჯიშობს, რასაც ძალიან მარტივად აკეთებს. მისი ოცნებაა, კემბრიჯში ან ოქსფორდში მათემატიკა შეისწავლოს.
კომენტარები