ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ: Google Pay საქართველოშიც ხელმისაწვდომია
ამიერიდან უკონტაქტო გადახდით სარგებლობა Android-ის ქართველ მომხმარებლებსაც შეეძლებათ
ის, რასაც Android-ის მომხმარებლები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ უკვე ხელმისაწვდომია.
საქართველოდან სერვისით სარგებლობა Google Wallet-ის აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ უკვე შეგიძლიათ. (აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული). NEXT.On.ge-ში Google Wallet-ში ქართული ბარათების დამატება უკვე შევძელით.
აქამდე საქართველოში ციფრული გადახდის გლობალური საშუალებებიდან ხელმისაწვდომი მხოლოდ Apple Pay იყო, რომლის გამოყენებაც მხოლოდ Apple-ის პროდუქტების მომხმარებლებს შეეძლოთ.
რა არის Google Pay?
Google Pay (ყოფილი Android Pay) Google-ის მიერ ინტერნეტში ან პირისპირ გადახდისთვის შექმნილი უკონტაქტო მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გადაიხადონ ტელეფონით, პლანშეტით ან Android-ის საათით. აუტენტიფიკაციის გავლა შესაძლებელია ბიომეტრიული მონაცემებით (Face ID, თითის ანაბეჭდი) ან პინკოდით.
Google Pay იყენებს NFC (near-field communication) სისტემას, რათა ბარათის ინფორმაცია გამყიდველს გადასცეს. ეს ანაცვლებს კლასიკური საკრედიტო თუ სადებეტო ბარათის ჩიპსა და მაგნიტურ ლენტს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მთელი საფულე მობილურით ატაროს. არ აქვს მნიშვნელობა, ყიდულობთ რამეს, ბანკომატიდან ფული გამოგაქვთ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ, Google Pay-ის დახმარებით ამას თქვენი მობილურით შეძლებთ.
გადახდა არ არის ყველაფერი, რასაც Google Pay გთავაზობთ. Google Wallet-ის საშუალებით შეძლებთ ფიზიკურ საფულეს სამუდამოდ დაემშვიდობოთ და ბევრად უსაფრთხო სისტემაზე გადახვიდეთ:
კომენტარები