ტექნოლოგიური სტარტაპების გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყო — Touch x Startups 22
Touch Summit საერთაშორისო სამიტია ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.
ეს ორი დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით და საღამოს წვეულებებით.
Touch x Startups 22 სტარტაპ გამოფენისთვის რეგისტრაციას იწყებს
Touch22-ის ფარგლებში 7 და 8 დეკემბერს, ტექნოლოგიურ სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა, რუსთაველის თეატრის კედლებში საკუთარი იდეები და მიღწევები გააცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დამსწრე საზოგადოებას, მოისმინონ მათი შეფასებები, დაამყარონ ახალი ბიზნეს-კონტაქტები და შესაძლოა შეიძინონ ინვესტირების ახალი შესაძლებლობებიც.
ჯამში შეირჩევა 30 სტარტაპი, რომელიც 2 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სამიტის ფარგლებში.
დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეუძლიათ.
რაც შეეხება სტარტაპების შერჩევის კრიტერიუმებს:
- სტარტაპ ექსპოზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტარტაპი იყოს ტექნოლოგიური;
- აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტარტაპს ჰქონდეს MVP (Minimum viable product);
- ამარტივებდეს ან ბაზარს სთავაზობდეს პრობლემის სრულად მოგვარების გზას;
- იყოს ინოვაციური ქართული ბაზრისთვის.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო და გაგრძელდება 25 ნოემბრამდე.
შეგახსენებთ, რომ წელს სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Adobe, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media, Ogilvy, AKQA, Microsoft და ბევრი სხვა.
სპიკერების სრული სიის ნახვა აქ შეგიძლიათ.
წელს კონფერენციას 4 მთავარი მიმართულება აქვს: დიზაინი, ტექი, ბიზნესი და მომავალი. ყველა სემინარი და დისკუსია ამ მიმართულებებით იქნება წარმოდგენილი.
Early Bird ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე — https://touch.ge/summit/tickets
კონფერენციის მხარდამჭერები და მედია პარტნიორების სიას კი ამ ბმულზე ნახავთ.
კომენტარები