მარსზე სახლის ასარჩევად ხმის მიცემა შეგიძლიათ — როგორ
შეგიძლიათ, ხმა მისცეთ გამოქვაბულს, რომელშიც იცხოვრებდით, ხოლო HiRISE მას გადაიღებს სხვადასხვა კუთხიდან, განათების სხვადასხვა პირობებში და გამოავლენს ახალ დეტალებს თქვენი პოტენციური სახლის შესახებ.
როდესაც ადამიანები საბოლოოდ მოხვდებიან წითელ პლანეტაზე, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი თავშესაფრისთვის იქნება მიწისქვეშა გამოქვაბულები. ეს კლდოვანი ღრუები, რომლებიც მრავლად არის დედამიწასა და მთვარეზეც, ბუნებრივი ბუფერებია მარსის მკაცრი პირობების წინააღმდეგ.
ამ თვეში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების კავშირების 2022 წლის შეხვედრაზე გამართულ პრეზენტაციაზე მკვლევრებმა დაასახელეს გამოქვაბულობის ცხრა წამყვანი კანდიდატი, რომლებიც იმსახურებს მომავალ კვლევას. როგორც ჩანს, ყველა ეს გამოქვაბული ოდნავ მაინც ვრცელდება მიწისქვეშეთში და ახლოსაა სადესანტო ადგილებთან, რომლებიც ხელმისაწვდომია მსუბუქი როვერისთვის.
არიზონას უნივერსიტეტის გეოლოგი ნიკოლ ბარდაბელიასი ამბობს, რომ ეს სტრუქტურები მარსის რთული გარემოსგან "მოსვენებაა". "ზედაპირზე ყველაფერი ექვემდებარება მკაცრ რადიაციას, შესაძლო მეტეორიტის ან მიკრომეტეორიტის დაბომბვას და მართლაც დიდ ტემპერატურულ რყევებს დღე-ღამის განმავლობაში", — აღნიშნა მან.
მარსის ყველაზე მოთხოვნად უძრავ ქონებაზე შექმნილია Mars Global Cave Candidate Catalog — კრებული, რომელიც დაფუძნებულია Mars Odyssey-ის კოსმოსური ხომალდისა და Mars Reconnaissance Orbiter-ის ხელსაწყოების მიერ შეგროვებულ სურათებზე და მოიცავს მარსზე 1000-ზე მეტ საცხოვრებლად ვარგის გამოქვაბულსა და სხვა მახასიათებლებს.
ეს პოტენციური გამოქვაბულები, რომელთაგან ყველაზე დიდს ფეხბურთის მოედნის ზომის შესასვლელი აქვს, უნდა გამოვიკვლიოთ. მაგრამ მარსზე ამჟამად მოქმედი არცერთი როვერი არ არის საკმარისად ახლოს იმისათვის, რომ გამოიკვლიოს რომელიმე მათგანი, ასე რომ, ამ დროისთვის ეს ამოცანა ეკისრება კოსმოსურ ხომალდს, რომელიც მოძრაობს წითელი პლანეტის გარშემო.
ჯერჯერობით, მარსის უძრავი ქონების ფოტოებს კომპანია HiRISE იღებს. თქვენ კი, შეგიძლიათ, ხმა მისცეთ გამოქვაბულს, რომელშიც იცხოვრებდით, ხოლო HiRISE მას გადაიღებს სხვადასხვა კუთხიდან, განათების სხვადასხვა პირობებში და გამოავლენს ახალ დეტალებს თქვენი პოტენციური სახლის შესახებ.
კომენტარები