გაიცანით, ნამდვილი კიბორგი — კაცი მანათობელი თვალით
ბრაიან სტენლი ნამდვილი კიბორგია. ის ინტერნეტსივრცეში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელ Instagram-ზე თავისი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თვალის კაშკაშა პროთეზი აქვს ჩადგმული და მთელ ოთახს ანათებს.
მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში მცხოვრებმა ინჟინერმა და მექანიკოსმა სიმსივნის გამო თვალი დაკარგა, გადაწყვიტა, ცარიელ ადგილას ორიგინალური პროთეზი ჩაედგა, რომელსაც "ტიტანის თავის ქალის სანათი" უწოდა.
"ის კითხვისთვისაც მშვენიერია!", — აცხადებს ბრაიანი.
მისი თქმით, თვალის პროთეზის ელემენტი 20 საათს ძლებს და არ ხურდება. ბრაიანი აღნიშნავს, რომ ეს მაქსიმალური ენერგიის მხოლოდ ნახევარია და რომ მთავარი უსაფრთხოებაა, ამიტომ საბოლოო შედეგამდე მისვლას ნელ-ნელა აპირებს.
ინჟინერი მანათობელ პროთეზს უკვე 2 წელია, იყენებს და მისგან ზიანი არ მისდგომია. ასევე, მან სხვადასხვა ფერისა და ფორმის თვალის გუგებიც შექმნა, მაგალითად გასული წლის ჰელოუინისთვის მოჩვენებებისა და გოგრების დიზაინი შეარჩია.
"ოკულისტის მიერ დამზადებული ნორმალური პროთეზი მხოლოდ რამდენჯერმე მაქვს გაკეთებული მას შემდეგ, რაც ჩემი ტიტანის პროთეზი შევქმენი", — ამბობს ბრაიანი.
როგორც ის აცხადებს, უცნაურია, როცა ხვდება, რომ შეუძლია, "ნორმალურადაც" გამოიყურებოდეს, მაგრამ, მას, როგორც ნამდვილ კიბორგს, მანათობელი თვალი ურჩევნია.
კომენტარები