ამ მოვლენიდან 11 თვეში ეკონომიკის შესახებ ცუდი წინათგრძნობის, Twitter-ის შესყიდვის მოულოდნელი და ჩახლართული მცდელობისა და სოციალურ მედიაში საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინიციატივების დამსახურებით, Forbes-ის ცნობით, ეს ქონება 100 მილიარდი დოლარით შემცირდა. 20 ოქტომბრის მონაცემებით, მილიარდერის ქონება ამჟამად 209.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 35%-იან ვარდნას ნიშნავს.

მიუხედავად ამ დანაკარგისა, მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება. მაინც, ეს ძალიან დიდი თანხაა, განსაკუთრებით, თუ პროცესს მილიარდერის ქაოსურ პირად ცხოვრებას დავუკავშირებთ: უკანონო შვილები დასაქმებულებთან და რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტასთან დაკავშირებული Twitter-ის გამოკითხვა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მასკი ვერასდროს გახდებოდა ის, ვინც დღეს არის, რომ არა მისი ქაოტური ონლაინ აქტივობა. Twitter-ის აგიტაციისა და ბიზნეს მიზნებისთვის გამოყენებამ, ფაქტია, მის კულტურულ აქტუალურობას ჩაუყარა საფუძველი, რომლის დამსახურებითაც ფანები და ინვესტორები მის მიმდევრებად იქცნენ.

ახალი ციფრები სხვა რამეს ამბობენ და, დიდი ალბათობით, ამას კავშირი აქვს Twitter-ის შესყიდვის, სავარაუდოდ, ჩავარდნილ გეგმასთან. თავად მასკი მარტო სოციალურ ქსელს ვერ იყიდის და სულ მცირე ერთმა მსხვილმა ინვესტორმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ მას და სხვებს საქმიდან გასვლა სურთ.

"Tesla-ს ინვესტორთათვის პრობლემა ის არის, რომ, დიდი ალბათობით, Twitter-ის შეთანხმების დასაფინანსებლად მასკი მეტ აქციას გაყიდის, რაც, ჩვენი აზრით, ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ და გადაფასებულ შეთანხმებად შევა", — განაცხადა Wedbush-ის ანალიტიკოსმა დენ აივსმა Forbes-თან საუბრისას

დრამას თუ გვერდზე გადავდებთ, მასკის კომპანიები შედარებით სტანდარტულ პრობლემებს გადააწყდნენ. პირველ რიგში, ეკონომიკის პრობლემები ყველას აყენებს ზიანს. წლის დასაწყისში გენერალურმა დირექტორმა იხუმრა, რომ მიწოდების ჯაჭვის პრობლემის გამო მისი ტესლას მეგაქარხნები ცეცხლმოკიდებული ფულის მსგავსი ღრიალის ხმას უნდა გამოსცემდეს.

საბოლოოდ, მასკი მაინც უფრო მდიდარია, ვიდრე ჯეფ ბეზოსი, რაც მას ძალიან ახარებს. მიუხედავად პრობლემებისა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი სტილს და ქცევას შეიცვლის. საბოლოო ჯამში, ის აშკარად ნაკლებად არის შეწუხებული იმით, თუ როგორ მოქმედებს ეს ქცევები მის სიმდიდრეზე. საქმე ის არის, რამდენ ხანს გააგრძელებენ ინვესტორები თავიანთი ქონების მისთვის მინდობას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.