რა შეუძლია Apple-ის ახალი თაობის iPad Pro-ს — დაწვრილებით
Apple-ის ახალი პროდუქტი შესაძლებლობებით წინამორბედს მნიშვნელოვნად აღემატება
Apple-მა 18 ოქტომბერს ახალი iPad Pro წარადგინა M2 ჩიპით, რომელიც პორტატულობისა და უნივერსალურობის იდეალური კომბინაციაა.
ახალი iPad Pro გვთავაზობს ახალი თაობის Apple Pencil-სა და უსწრაფეს უსადენო კავშირს, სრულყოფილ დისფლეისთან, ოთხდინამიკიან აუდიოსისტემასთან, პროფესიონალურ კამერებთან, Thunderbolt-ისა და Face ID-ის მხარდაჭერასთან ერთად.
iPadOS 16-ის ახალი ფუნქციები: Stage Manager, Reference Mode, გარე მონიტორისა და დესკტოპის აპლიკაციების სრულყოფილი მხარდაჭერა საგრძნობლად აფართოებს iPad-ის პროფესიონალურ სამუშაო შესაძლებლობებს. განვითარებული ტექნიკური ფუნქციებისა და iPadOS-ის დამსახურებით, ეფლის ახალი პროდუქტი სხვა მსგავს მოწყობილობებს მრავალფუნქციურობით შესამჩნევად აღემატება. მისი გაყიდვა მაღაზიებში 26 ოქტომბრიდან დაიწყება.
"ახალი თაობის iPad Pro სცდება შესაძლებლობის საზღვრებს, შემოაქვს მეტი მრავალფეროვნება, სიმძლავრე და პორტატულობა აიპედის გამოცდილებაში. M2 ჩიპით აღჭურვილ ახალი აიპედი გვთავაზობს გასაოცარ პერფორმანსსა ყველაზე მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ახალი თაობის Apple Pencil, ProRes ვიდეო გადაღება, ზესწრაფი უსადენო კავშირი და iPadOS ფუნქციები. ამის მსგავსი არაფერი არსებობს". — განაცხადა Apple-ის საერთაშორისო მარკეტინგის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ჯოზვიაკმა
M2 ჩიპის რევოლუციური პერფორმანსი
ახალი თაობის M2 ჩიპი M სერიის ჩიპების შთამომავალია, რომელიც წინამორბედებზე ბევრად რევოლუციურ სიახლეებს მოიცავს. ჩიპი აღჭურვილია 8 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორით, რაც M1 ჩიპთან შედარებით 15%-ით სწრაფ მოქმედებას ნიშნავს.
რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, ის 10 ბირთვიანია და გრაფიკული პროცესების წინამორბედებზე 35%-ით უფრო სწრაფად შესრულება შეუძლია.
ყველაზე მთავარი სიახლე კი ახალი 16 ბირთვიანი Apple Neural Engine-ია (ANE), რომელსაც წამში 15.8 ტრილიონი პროცესის შესრულება შეუძლია, რაც M1 ჩიპზე 40%-ით მეტია!
M2-ს ყველაზე რთული პროცესების მხარდაჭერაც შეუძლია: ის ფოტოგრაფებს სთავაზობს დიდი ფოტო-ბიბლიოთეკების დამუშავების შესაძლებლობას, გრაფიკულ დიზაინერებს კომპლექსური 3D მოდელების შექმნაში მხარდაჭერას, გეიმერებს კი ახალი, მაღალი გრაფიკული მოთხოვნების მქონე თამაშების უპრობლემოდ გაშვების პირობას აძლევს.
M2 ჩიპი, განვითარებულ კამერებთან ერთად, პირველად აძლევს საშუალებას iPad-ის მომხმარებელს, რომ გადაიღოს ProRes ვიდეო, რაც ნიშნავს, რომ კონტენტ კრეატორებს შეეძლებათ გადაიღონ, დაამუშავონ და გამოაქვეყნონ კინემატოგრაფიული ხარისხის ვიდეო ერთადერთი ხელსაწყოს გამოყენებით.
ახალი Apple Pencil-ის გამოცდილება
ახალი iPad Pro-სა და iPadOS 16-ის დამსახურებით, მეორე თაობის Apple Pencil მომხმარებელს ბევრად პოზიტიურ გამოცდილებას შესთავაზებს. აიპედს მისი აღქმა ახლა უკვე ეკრანიდან 12მმ მანძილზე შეუძლია, რაც საშუალებას მოგცემთ, შეხებამდე დააფიქსიროთ წერტილი, რომელსაც ეხებით.
გარდა ამისა, ესკიზებისა და ილუსტრაციების შექმნა ახლა ბევრად ზუსტად და მარტივადაა შესაძლებელი. მაგალითად, Scribble-ის შემთხვევაში, ტექსტის ველი ავტომატურად იზრდება, როცა ფანქარი უახლოვდება და ხელნაწერი უფრო სწრაფად გადადის ნაბეჭდ ფორმაში.
iPadOS 16-ის უნიკალური ფუნქციები
გარდა დიდი განახლებებისა შეტყობინებებში, მეილში, საფარიში, ამინდის ახალ აპლიკაციაში და ფოტოებსა და ვიდეოებზე ახალი მანიპულაციებისას, iPadOS 16 რამდენიმე ახალ ფუნქციას გვთავაზობს, რომლებიც მას ბევრად განვითარებულს ხდიან.
Stage Manager მულტიტასკინგის გამარტივებაზე გათვლილი ფუნქციაა, რომელიც ავტომატურად აორგანიზებს აპლიკაციებსა და ფანჯრებს, ამარტივებს რა მიმოცვლას სხვადასხვა საქმიანობას შორის. წლის ბოლოს Stage Manager მიიღებს გარე ეკრანის სრულ მხარდაჭერას 6K რეზოლუციის ჩათვლით, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, სამუშაო სივრცე მაქსიმალურად კომფორტულად მოიწყოს და იმუშაოს ოთხ-ოთხ აპლიკაციაში აიპედსა და გარე მოწყობილობაზე.
ხოლო Reference Mode Liquid Retina XDR-ით აღჭურვილი iPad Pro-ს პროფესიონალ მომხმარებელს, მაგალითად, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, აძლევს საშუალებას, იმუშაონ HDR ფოტოებსა და ვიდეოებზე მაქსიმალურად დეტალურად.
iPad და გარემო
ახალი აიპედის წარმოების მავნე გავლენა გარემოზე მინიმალიზებულია. ის iPad-ის ისტორიაში პირველად შეიცავს 100%-ით გადამუშავებულ ოქროს, ალუმინს, კალასა და სხვა იშვიათ ელემენტებს. ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს ეფლის ენერგოეფექტურობის მაღალ სტანდარტებს და არ შეიცავს მერკურს, BFR-ს (Brominated flame retardants), პოლივინილქლორიდსა (PVC) და ბერილიუმს.
ახალი დიზაინის შეფუთვა არ არის გახვეული პოლიეთილენში და მისი 99% არის ბოჭკოვანი. Apple 2025 წლამდე შეფუთვიდან პლასტმასის სრულად ამოღებას გეგმავს. 2030 წლისთვის კი კომპანია 100%-ით კარბონ-ნეიტრალური იქნება, რაც ნიშნავს, რომ წარმოების მთელ ჯაჭვს, ტრანსპორტირებას, მოხმარებას, დატენვასა და გადამუშავებას კლიმატზე ნულოვანი ზეგავლენა ექნება.
ფასი და ხელმისაწვდომობა
- ახალი აიპედის შეკვეთა 18 ოქტომბრიდანაა შესაძლებელი, ოფიციალურად მისი მაღაზიებში გაყიდვა კი 26 ოქტომბერს დაიწყება.
- რაც შეეხება მეხსიერებას, 126, 256 და 512 გიგაბაიტიან მოდელებთან ერთად, ხელმისაწვდომი იქნება 1 და 2 ტერაბაიტიანი მოდელებიც.
- 11 ინჩიანი მოდელების ფასი 799$ და 999$ (Wi-Fi + Cellular model) იქნება.
- 12.9 ინჩიანი მოდელების ფასი კი 1099$-სა და 1299$-ს (Wi-Fi + Cellular model) შორისაა.
კომენტარები