Youtube-ზე ცვლილებებია — ახალი ფუნქცია სხვებთან დაკავშირებას გაამარტივებს
თუ საკუთარ არხზე ცვლილებას 14 ნოემბრამდე არ შეიტანთ, Youtube ამას თქვენ ნაცვლად იზამს.
YouTube ბევრი ადამიანისთვის ყველაზე მოსახერხებელია პლატფორმაა, რათა საკუთარი ვიდეო ატვირთონ და სხვებს გააცნონ. თუმცა უამრავი ადამიანისთვის ის ამავდროულად სხვებთან დაკავშირების, სხვა კრეატორების გაცნობის, მათთან თანამშრომლობის კარგი გზაცაა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ YouTube-ზე ამ დრომდე არ იყო მომხმარებლის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი, ამიტომ ამა თუ იმ კონტენტის ავთენტურ შემქმნელთან დაკავშირება არც თუ ისე მოსახერხებელი იყო — სხვა ადამიანებს მსგავსი ან დაახლოებით მსგავსი სახელით საკუთარი არხის შექმნა შეეძლოთ.
ახლა კი YouTube-მა დაამატა ახალი ფუნქციონალი — handle (მეტსახელი), რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი არხის სახელი, თქვენი გვერდი უნიკალური გახადოთ. handles არის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი (მაგალითად, @youtubecreators) და ყველა YouTube არხს მხოლოდ ერთი ასეთი handle ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს handle-ები უნიკალურია, მარიტივია იმაში დარწმუნება, რომ თქვენ ნამდვილად იმ ადამიანს ესაუბრებით, ვინც გაინტერესებდათ.
handle-ის სახელი თქვენი არხის უნიკალურ URL-დაც იქცევა (მაგალითად, youtube.com/@youtubecreators). დღემდე მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეეძლოთ საკუთარი URL-ს შეცვლა, რომლებსაც 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდათ. ახლა კი ყველა საკუთარი handle-ის მიხედვით შეეძლება URL-ს შეცვლა. ამ სიახლით თქვენ მარტივად და სწრაფად შეძლებთ მოიშნოთ კომენტარებში თქვენთვის სასურველი პიროვნება და დაუკომენტაროთ. სხვებიც შეძლებენ თქვენი გვერდის მონიშვნას, რაც თქვენი არხის ხილვადობასაც გაზრდის.
ამ ფუნქციის დამატება უახლოეს პერიოდში ყველას შეეძლება — თუ გაქვთ YouTube არხი, რომელსაც აქტიურად იყენებთ, მაშინ ერთი თვის განმავლობაში მოგივათ შეტყობინება, რომ შეგიძლიათ handle-ის დამატება; თუ ამ ფუნქციას 2022 წლის 14 ნოემბრამდე არ დააყენებთ, მაშინ პლატფორმა, თქვენს მონაცემებზე დაყრდნობით, თავად მოგანიჭებთ handle-ს, რომლის შეცვლასაც ნებისმიერ დროს შეძლებთ.
კომენტარები