როდის გაეშვება Artemis 1? — ნასამ ახალი თარიღი დათქვა
NASA-მ გადაწყვიტა, რომ Artemis 1 მისიის გაშვება 14 ნოემბერს სცადოს. 69-წუთიანი გაშვების ფანჯარა გაიხსნება თბილისის დროით 08:07 საათზე SLS რაკეტის ასაფრენად, რომელიც ატარებს Orion-ის კოსმოსურ ხომალდს. არტემისი არის უეკიპაჟო საფრენი ტესტი SLS-ის გასაშვებად და ორიონის გაგზავნისთვის მთვარის ირგვლივ და უკან დედამიწაზე, რათა საფუძვლიანად გამოიცადოს მისი სისტემა ბორტზე ასტრონავტებთან ერთად ფრენამდე.
ასევე იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: აპოლოდან არტემისამდე — მთვარის მისიები
წინა კვირაში ჩატარებულმა ინსპექტირებამ და ანალიზებმა დაადასტურა, რომ საჭიროა მინიმალური სამუშაოები რაკეტისა და კოსმოსური ხომალდის მოსამზადებლად, რომ გაეშვას კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან. ინჟინრებისა და ტექნიკოსების გუნდები შეასრულებენ სტანდარტულ სამუშაოებს თერმული დაცვის სისტემაზე ქაფისა და კორპის მცირე დაზიანებების აღსადგენად. ასევე დატენიან ან შეცვლიან ბატარეებს რაკეტაზე, რამდენიმე მეორეული დატვირთვისა და ფრენის შეწყვეტის სისტემებზე. სააგენტო გეგმავს რაკეტის უკან გაშვებას გამშვებ პანელზე 4 ნოემბერს, პარასკევს.
NASA-მ მოითხოვა სარეზერვო გაშვების შესაძლებლობები ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, 09:04 საათზე და შაბათს, 19 ნოემბერს, 09:45 საათზე. ორივეს აქვს ორსაათიანი გაშვების ფანჯარა. 14 ნოემბერს გაშვებას მოჰყვება დაახლოებით 25-ნახევარი დღის ხანგრძლივობის მისია, რომელიც პარასკევს, 9 დეკემბერს წყნარ ოკეანეში დაეშვება.
კომენტარები