ბილ გეიტსის თქმით, ხორცის ჭამაზე უარის თქმა კლიმატის კრიზისს ვერ მოაგვარებს
Microsoft-ის თანადამფუძნებელმა და ცნობილმა ფილანტროპმა, ბილ გეიტსმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კლიმატის ცვლილებებს ინოვაციებით უნდა ვებრძოლოთ. მისი თქმით, პასუხი მხოლოდ ინდივიდებში არ უნდა ვეძებოთ და ადამიანებს თავიანთი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა არ უნდა მოვთხოვოთ. გეიტსმა ეს კომენტარი Bloomberg-თან პოდკასტში საუბრისას გააკეთა.
ქვეყნები მთელს მსოფლიოში ეძებენ გზებს, რათა ნახშირბადის გამონაბოლქვი ნულამდე შემცირდეს. ასევე აქცენტი კეთდება ტრანსპორტის სექტორზე. აშშ-ში ისეთმა შტატებმა, როგორიცაა კალიფორნია და ახლახან ნიუ-იორკმა, დააწესეს შეზღუდვები წიაღისეული საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვებზე 2035 წლისთვის.
თუმცა, ეს საკმარისი არ არის. გეიტსიც სწორედ ამას ამბობს და ხაზს უსვამს, რომ მეტი ინოვაციაა საჭირო. ბლუმბერგთან საუბრისას მან გააკრიტიკა ის მიდგომები, როგორიცაა მოსთხოვო ინდივიდებს არ ჭამონ ხორცი ან შეცვალონ ცხოვრების წესი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ამ მიდგომებმა შეიძლება კონკრეტულ ადამიანებზე იმუშაოს, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ ამას ცენტრალური როლი ექნება კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. გეიტსი წუხს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ინოვაციის ნაკლებობაზე.
"ჩვენ არც კი ვცდილობთ ინოვაციებს, როგორიცაა საავიაციო საწვავის, ცემენტის ან ფოლადის წარმოების ეკონომიკური ხერხის გამოგონება. არსებული ინსტრუმენტები ვრცელდება მხოლოდ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ელექტროენერგიის წარმოება და არ მოიცავს ემისიების უმეტესობას", — თქვა გეიტსმა.
თავის მხრივ, გეიტსმა დააარსა TerraPower, კომპანია, რომელიც დაკავებულია ბირთვული რეაქტორების შექმნით. ასევე ის 100-მდე სტარტაპს ეხმარება, რომლებიც სუფთა ენერგიის მოპოვებას ცდილობენ.
გეიტსის მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს კომპანიებს, როგორიცაა Turntide, რომელიც ზრდის ელექტროძრავების ენერგოეფექტურობას და Mangrove Lithium, ვანკუვერში დაფუძნებული ლითიუმის გადამამუშავებელი კომპანია.
აშშ-ს ემისიების შემცირება
გეიტსმა ასევე თქვა, რომ ის მჭიდროდ თანამშრომლობს ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, რათა აშშ-მ ნახშირბადის გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად შეამციროს. გარდა ამისა, ის ასევე ყურადღებას ამახვილებს შეერთებულ შტატებში სუფთა ენერგიის გამომუშავებაზე და მიზნად ისახავს შტატებში ნახშირბადის ემისიების შემცირებას 40 პროცენტით.
ამ მიზნით, გეიტსმა და სახელმწიფომ თითქმის 370 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს და ეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად, ნათქვამია Business Insider-ის ანგარიშში.
კომენტარები