რა არის DevOps და რას სთავაზობს DevOps Con Tbilisi 2022 IT სფეროს წარმომადგენლებს
1-2 ოქტომბერს DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიურ კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი აკადემიური პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. DevOps Georgia-ს გუნდი მესამედ მართავს ამ ღონისძიებას. წელს მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკი და კომპანია Data Art.
რა არის DevOps?
DevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზებულ მიწოდებაზე გათვლილი ტექნოლოგიებისა და მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, სწრაფად შექმნან და დახვეწონ სხვადასხვა აპლიკაცია. სწორედ DevOps ტექნოლოგიები აჩქარებს ყოველდღიურად ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და უკვე არსებულს ხვეწს და ახალი ფუნქციონალით ამდიდრებს.
რას გვთავაზობს DevOps Con Tbilisi 2022?
კონფერენცია ქმნის ერთიან პლატფორმას, რომელზეც IT სფეროს სპეციალისტებს ეძლევათ საუბრისა და DevOps, IaC თუ SecOps მიმართულებით პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილების სტუმრებისთვის გაზიარების საშუალება.
DevOps Con Tbilisi 2022 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს, ინფრასტრუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და, ზოგადად, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგრადობას.
კონფერენციის ძირითადი თემებია:
- მიკროსერვისები;
- პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა, მონიტორინგი და ანალიტიკა;
- ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა, როგორც კოდის, DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის;
- QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები.
2022 წლის კონფერენციის ძირითადი მიზანია უკრაინელი ხალხისა და IT სფეროს პროფესიონალთა მხარდაჭერა მიმდინარე კონფლიქტში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციების სამინისტრო.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციების სამინისტროს და ფონდ U24-ის წარმომადგენლები:
- ევგენი გორბაჩოვი — პროდუქტის მთავარი ოფიცერი, DIIA, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო;
- იაროსლავა გრესი — პლატფორმის კოორდინატორი, U24.
რა არის საჭირო კონფერენციაზე დასასწრებად?
DevOps Con Tbilisi 2022-ზე დასწრება თავისუფალია და მასზე მოსახვედრად საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე.
DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლებს Amazon Web Services აკადემიური პარტნიორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
DevOps Con Tbilisi 2022-თან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კონფერენციის პროგრამა და ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე — https://devopscontbilisi.eu/
კომენტარები