30 სექტემბერს Tesla ჰუმანოიდ რობოტებს წარადგენს — რა უნდა ვიცოდეთ
ილონ მასკი თავისი ჰუმანოიდი რობოტის წარსადგენად ემზადება. რობოტის პრეზენტაცია ხვალ, 30 სექტემბერს მოხდება და მასთან ერთად სხვა გაუმჯობესებულ ჭკვიან ფუნქციებსაც ვიხილავთ.
Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები ცნობილია როგორც “Optimius” და მას სულ მალე ახლოდან გავიცნობთ. ამისთვის კომპანიას დედლაინი სექტემბრის ბოლომდე ჰქონდა და ეს დღეც დადგა.
"ჩვენი ხელოვნური ინტელექტის გუნდი მუშაობს Optimus-ზე და სხვა ჭკვიან ფუნქციებზე, რომლებსაც სულ მალე წარვადგენთ", — დაწერა მასკმა ტვიტერზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მასკის ტეხასში დაფუძნებული კომპანია განიხილავს ამბიციურ გეგმებს, გამოიყენოს ათასობით ჰუმანოიდი რობოტი თავის ქარხნებში. ეს საწყის ეტაპზე, სანამ რობოტები საბოლოოდ გლობალურად გავრცელდება.
მასკის თქმით, ინდუსტრია საბოლოოდ შეიძლება უფრო ღირებული იყოს, ვიდრე Tesla-ს საავტომობილო წარმოება. შესაბამისად, სულ მეტი იწერება, რომ კომპანია რობოტებზე სულ უფრო დიდ ფსონს ჩამოდის.
რა ვიცით Optimus-ის შესახებ?
Optimus პირველად შეიქმნა იმისათვის, რათა ის მშრომელები ჩაენაცვლებინა, რომლებიც ერთფეროვან, რუტინულ და სიცოცხლისთვის სახიფათო სამუშაოს ასრულებენ. მანამდე, 2021 წელს, რობოტების დაანონსებისას მასკმა თქვა, რომ Optimus აგებულია იმავე სენსორებისა და ჩიპსეტების გამოყენებით, როგორც Tesla-ს თვითმართვადი მანქანები. რაც შეეხება გარეგნობას, ის სიმაღლეში 1,70 მეტრაა და თავის ადგილას ეკრანი აქვს.
ღონისძიებაზე Tesla-ს მიერ წარმოდგენილ სლაიდებში მითითებულია, რომ რობოტის თავში განთავსებული იქნება ავტოპილოტის კამერები. რობოტი 57 კილოგრამს იწონის და შეუძლია 70 კილოგრამამდე წონის აწევა შეუძლია. რაც შეეხება მოძრაობას, ის საათში 8 კილომეტრს ფარავს.
თუმცა, ექსპერტების ნაწილი Tesla-ს ახალ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს. Honda Motor-ისა და Hyundai Motor-ის Boston Dynamics განყოფილება მრავალი წელია მუშაობს ჰუმანოიდ რობოტებზე. მიუხედავად ამისა, თვითმართვადი მანქანების მსგავსად, რობოტების ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშეა.
"თვითმართვადი მანქანების დამკვიდრება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, როგორც ეს ზოგს ეგონა. ეს გარკვეულწილად იგივეა ჰუმანოიდ რობოტებთან დაკავშირებითაც. ძალიან რთულია იყო მოქნილი და გადაეწყო ამ სახის ცვლილებების მიმართ", — თქვა NASA-ს რობოტების გუნდის ხელმძღვანელმა შონ აზიმიმ.
ექსპერტების სკეპტიცისზმის მიუხედავად უამრვი ადამიანი ახალი რობოტებისგან მნიშვნელოვან სიახლეს ელოდება. მეტიც, დღეს Tesla უკვე იყენებს ასობით რობოტს. ისინი მორგებულია მანქანების წარმოებაზე და კონკრეტულ ამოცანებს იდეალურად ასრულებენ.
იმისათვის, რომ Tesla-მ განვითარება გააგრძელოს რობოტების ფაქტორი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამან შეიძლება Tesla-ს აქციებზეც კარგად იმოქმედოს, რომელიც ამჟამად 25 პროცენტით არის შემცირებული 2021 წლის პიკთან შედარებით.
თუმცა, თუ მასკი პრეზენტაციაზე რობოტს უბრალოდ გაამოძრავებს, ან ააცეკვებს, ეს ვერ იქნება შთამბეჭდავი, რადგან ეს აქამდეც გაუკეთებიათ. ვნახოთ რა იქნება 30 სექტემბერს.
კომენტარები