iPhone-ის მომხმარებლებს რასისტული შეტყობინებები გაეგზავნათ — რატომ
ჟურნალ Fast Company-დან რასისტული შეტყობინებების გავრცელება ეფლის კონტენტის კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარღვევაა.
სამშაბათ საღამოს ჰაკერებმა ჟურნალ Fast Company-ის შიდა სისტემებში შეაღწიეს, სახელი გაუტეხეს კომპანიის მთავარ სიახლეების საიტს და რასისტული შეტყობინებები გაუგზავნეს iPhone-ის მომხმარებლებს, Apple News-ის საშუალებით.
ორწინადადებიანი შეტყობინებები Fast Company-ის სახელით გაიგზავნა და შეიცავდა N-სიტყვასა და გრაფიკულ ენას, რამაც შოკირებული მომხმარებლები აიძულა, Twitter-ზე სქრინშოთები გამოექვეყნებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ მედია კომპანიების სისტემებში შეღწევა არც თუ იშვიათია, ეს შეტყობინებები ეფლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარღვევაა.
როგორც ჩანს, ჰაკერების ჯგუფი შევიდა კომპანიის WordPress პროგრამაში და იპოვა ფუნქციების გასაღებები, მათ შორის Apple News პროგრამირების ინტერფეისი.
"ორი უცენზურო და რასისტული შეტყობინება გაიგზავნა დაახლოებით ერთი წუთის ინტერვალით", — აღნიშნა ჟურნალმა. "შეტყობინებები საშინელია და არ შეესაბამება Fast Company-ის შინაარსს. ჩვენ ვიკვლევთ სიტუაციას, შევაჩერეთ არხი და დავხურეთ FastCompany.com, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სიტუაცია მოგვარდა."
Apple-ის სპიკერმა Apple News-ის ტვიტერზე მიუთითა, რომ: "წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი შეტყობინება გაგზავნა Fast Company-მ, რომელიც გატეხილია. რის გამოც Apple News-მა გამორთო მათი არხი."
კომენტარები