სატელიტმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსების 16-კილომეტრიანი "საცობი" აღბეჭდა
მას შემდეგ, რაც პუტინმა სამხედრო მობილიზაციის ბრძანება გასცა, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქვეყნიდან "გამოქცეულთა" საცობი 16 კილომეტრამდე გაიზარდა. სატელიტური გამოსახულებები კომპანიამ Maxar Technologies გაავრცელა ორშაბათს.
გასულ კვირას ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევაზე განცხადების შემდეგ ავტომანქანები რუსეთ-ფინეთისა და რუსეთ-ყაზახეთის საზღვრებზეც ჩამწკრივდა; ასეთივე საცობი შეინიშნება რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე.
რუსულ სააგენტო TASS-ის განცხადებით, სამშაბათს საქართველოს საზღვართან დაახლოებით 5 ათასი ავტომობილი იცდიდა საათების განმავლობაში.
გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ ვის გაიწვევდნენ, გაქცევისკენ ათასობით რუსს უბიძგა. არსებობდა შიშიც სამხედრო ასაკის კაცებისთვის რუსეთის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ.
სიტყვით გამოსვლიდან მალევე ყველა ბილეთი გაიყიდა იმ რამდენიმე ქალაქისკენ, საითაც რუსეთიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება. Google-ში რუსეთის დატოვების ხერხებთან დაკავშირებით კითხვებმა იმატა.
ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე უკვე ჩაუკეტა, ბალტიისპირეთში კი იგივე შეზღუდვა სახმელეთო საზღვრებზე ვრცელდება.
კომენტარები