6 მთავარი პროდუქტი, რომელსაც Apple 2023 წელს წარადგენს
როგორც ამბობენ, Apple მომავალი წლისთვის რამდენიმე ძირითადი პროდუქტის, მათ შორის, ახალი Mac-ებისა და VR/AR ჰედსეტის წარდგენას გეგმავს.
გარდა ახალი iPhone-ებისა და Apple Watch-ებისა, რომელსაც Apple ყოველწლიურად უშვებს, არის სხვა პროდუქტები, რომლებსაც მოუთმენლად ელიან ეფლისგან. ქვემოთ სწორედ ამ 6 ძირითად პროდუქტს, გარდა აიფონ 15-ისა, შეგიძლიათ, გაეცნოთ.
15-დუიმიანი MacBook Air
ეფლი, სავარაუდოდ, გამოუშვებს 15-დუიმიან MacBook Air-ს 2023 წელს. როგორც ამბობენ, ის ეკრანის ზომით 16-დუიმიანი MacBook Pro-ს მსგავსია, მაგრამ უფრო თხელი და მსუბუქი დიზაინი ექნება. ამჟამინდელი MacBook Air 13-დუიმიანია, ხოლო 15-დუიმიანი MacBook Air, სავარაუდოდ, იმავე დიზაინით იქნება წარმოდგენილი.
iMac M3 ჩიპით
ეფლი მუშაობს ახალ iMac-ზე, რომლის გამოშვებაც მომავალ წელს იგეგმება. ახალ iMac-ს ექნება ეფლის M3 სილიკონის ჩიპი, მაგრამ სხვა დეტალები, მათ შორის მისი დიზაინი და ზომა, ჯერჯერობით უცნობია. კომპანია ასევე მუშაობს iMac Pro-ზე, მაგრამ ეს ჭორებია M3 iMac-ზე თუ ცალკეული პროდუქტი, გაურკვეველია.
Apple TV, HomePod და FaceTime Camera ერთ პროდუქტში
ეფლი ასევე მუშაობს ახალ პროდუქტზე სახლისთვის, რომელიც აერთიანებს HomePod-ს Apple TV-სა და FaceTime კამერასთან. პროდუქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2021 წლის აპრილში დაფიქსირდა და ის შეიძლება 2023 წლის ბოლოს გამოვიდეს. მოწყობილობის შესაძლებლობები მოიცავს სტანდარტულ Apple TV Box ფუნქციებს, როგორიცაა ვიდეოს ყურება და თამაში, ასევე ჭკვიანი დინამიკის გამოყენება, როგორიცაა მუსიკის დაკვრა და ეფლის ციფრული ასისტენტის გამოყენება.
პროდუქტის შესახებ დამატებითი დეტალები, მისი ფორმფაქტორისა და ფასის ჩათვლით, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ რადგანაც იგი, სავარაუდოდ, მომავალ წელს ჩაეშვება გაყიდვაში, დიდი ალბათობით, უფრო მეტ დეტალს უახლოეს თვეებში გავიგებთ.
Reality Pro ჰედსეტი
შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი პროდუქტი, რომელსაც კომპანია 2023 წელს წარადგენს, იყოს AR/VR ჰედსეტი, რომელსაც ეფლის მომხმარებლები კარგა ხანია ელიან. ეფლის ანალიტიკოსი მინგ ჩიქუო იტყობინება, რომ კომპანია იანვრისთვის გეგმავს ღონისძიების ჩატარებას ახალი ჰედსეტის წარდგენის მიზნით.
ახალი HomePod
2021 წლის მარტში პროდუქტის გამოშვების შეწყვეტის შემდეგ, კომპანია მუშაობს ახალ სრული ზომის HomePod-ზე, რომელიც მომავალ წელს გამოვა. ახალი HomePod იქნება თავდაპირველი HomePod-ის ზომის მსგავსი, თუმცა გაუმჯობესებული აუდიო ხარისხით და Apple Watch Series 8-ის S8 ჩიპით. მინგ ჩიქუოს თანახმად, ახალი HomePod შეიძლება გამოვიდეს 2023 წლის პირველ კვარტალში.
Apple Silicon Mac Pro
2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი პროდუქტი არის ახალი Mac Pro, რომლის ამჟამინდელ ვერსიაში კვლავ Intel პროცესორებია. მომავალ Mac Pro-ს, შესაძლოა, ჰქონდეს M2 Ultra ჩიპი 20-ბირთვიანი CPU-თი, 64-ბირთვიანი GPU-თი და 64GB ან 128GB ერთიანი მეხსიერებით. Mac Pro-ს ასევე შეიძლება ჰქონდეს M2 Extreme ჩიპი, რომელსაც ექნება 40 ბირთვიანი CPU, 128-ბირთვიანი GPU და მინიმუმ 128 GB ან 256 GB ერთიანი მეხსიერება.
კომენტარები